
სამტრედიაში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპული 23 წლის ბესო შარაშენიძე დღეს დაკრძალეს. მეუღლე მარი კაპანაძე სოციალურ ქსელში სულის შემძვრელ პოსტს აქვეყნებს.
„დღეს ბოლო გზაზე გაგაცილე... სიტყვები აღარ მყოფნის, რომ ვთქვა რამდენად მტკივა შენ გარეშე დარჩენა. გული მეწვის საშინლად, როგორ გავუძლო ამ ყველაფერს, არ ვიცი. შენ იყავი ჩემი ძალა, ჩემი სიმშვიდე, ჩემი საყრდენი და ჩემი ყველაზე დიდი სიყვარული. ახლა მხოლოდ მოგონებები, შენი სითბო და სიყვარული დამრჩა. გპირდები, რომ არასოდეს დაგივიწყებ. შენი სიყვარული ჩემში დარჩება სამუდამოდ... მიყვარხარ დღესაც, ხვალაც და ყოველთვის. მშვიდად განისვენე", - წერს მარი კაპანაძე.
შეგახსენებთ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა სამტრედიაში 25 აპრილს მოხდა
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე