რეზონანსი
30.04.2026

მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციამ და პოლიტიკურმა აქტორებმა, მათ შორის, პრეზიდენტმა ბოლო წლის განმავლობაში მძიმე სტრატეგიული შეცდომები დაუშვეს, სასიამოვნოა იმის მოსმენა, რომ ქართული პოლიტიკა და ქართული პოლიტიკური აქტორები უბრუნდებიან საღ აზრს , - ამის შესახებ „ძლიერი საქართველო - ლელოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ განაცხადა.

მან საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადება შეაფასა, რომ ოპოზიციამ იდენტობა უნდა შეინარჩუნოს.

კუპრაძის თქმით, პოლიტიკური აქტორების „საღი აზრისკენ მიბრუნება“ მნიშვნელოვანია იმისთვის, რათა ერთიანი პოლიტიკური სტრატეგია შეიქმნას.

„ჩვენ გვაქვს ერთი მნიშვნელოვანი საქმე - ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებიდან ჩამოშორება და ამის გაკეთება უნდა მოხდეს არჩევნების გზითა და საზოგადოების კონსოლიდაციით და არა ხელოვნური ერთობებით, არა მექანიკური ერთობებით, რომელიც არ იქნება მიმართული ქართველი ხალხის საჭიროებებზე.

ქართული პოლიტიკური აქტორების საღი აზრისკენ მიბრუნება არის ღირებული და მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ შეიქმნას ერთიანი პოლიტიკური სტრატეგია, რომლითაც ბიძინა ივანიშვილი დამარცხდება და ქართული პოლიტიკა არ იქნება თვითდაზიანების რეჟიმში“, - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×