რეზონანსი
30.04.2026

ვფიქრობ ძალიან საინტერესოა ის ფუნქცია და როლი, რომელიც ბატონ მამუკა მდინარაძეს დაეკისრა, ვგულისხმობ კოორდინაციას. საზოგადოებამ იცის, რომ ამ გამოწვევების ფონზე, მთელ მსოფლიოში არის უსაფრთხოების საკითხები წინ წამოწეული და ბუნებრივია, რომ სამართალდამცავი უწყებების კიდევ უფრო მეტი კოორდინაცია მათ ეფექტურობას ერთიორად გაზრდის, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა.

მისი თქმით, ოპოზიციის სპეკულაციები ამ თემასთან დაკავშირებით, კომიკურია.

„მინდა გამოვეხმაურო იმ სპეკულაციებს, რომელსაც თვალყურს ვადევნებთ, მართლაც კომიკურია ეს ყველაფერი. მე ბატონ მამუკა მდინარაძეს ვიცნობ ჯერ კიდევ საადვოკატო პერიოდიდან, როდესაც მე თვითონ ადვოკატი გახლდით. ის დაჯილდოებულია იმ უნარებით, რომელიც მას წარმატებას მოუტანს უკვე ახალ თანამდებობაზე. საზოგადოებამ კარგად იხილა ყველა ის ნაბიჯი, რაც მან გადადგა და დარწმუნებული ვარ, რომ ის პოზიცია, რომელიც მას დღეიდან ოფიციალურად აქვს, იქნება წარმატებული, ეფექტური, რაც საბოლოო ჯამში გადაითარგმნება ჩვენი მოქალაქეების საკეთილდღეოდ და ჩვენი ქვეყნის წარმატებაში“, - აღნიშნა ღუდუშაურმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×