
ხონის მუნიციპალიტეტში 35 წლის, სამი შვილის დედა, ჟანა ლოგუა გარდაიცვალა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში „ემიგრანტების იმედი“ შოთო სიხარულიძე ავრცელებს. არსებული ინფორმაციით ჟანა ლოგუას გული გაუჩერდა.
„გარდაიცვალა 3 შვილის დედა ჟანა ლოგუა 35 წლის გლოვობს ჩემი ხონი. იშვიათი წესიერების და კეთილშობილების ადამიანი, ახალგაზრდა სიცოცხლით სავსე.
ღმერთო მიეცი ძალა, მის ოჯახს ამ ტკივილის ასატანად, იძინე მშვიდად შენს მარადიულ სასუფეველში, სადაც ნეტარ არიან ღვთისგან რჩეულნი. სამუდამო ტკივილად დარჩები, მოგონებად გადაქცეული.
შენი დაკარგვით გამოწვეულ ტკივილს დრო ვერ გააყუჩებს სიცარიელეა შენი ოჯახის წევრების გულებში. წახვედი და დაუტოვე ყველას უსასრულო სევდა ვინც გიცნობდა და ვისაც უყვარდი..
35 წელი და 3 პატარა შვილი პატარა დროა ბედნიერებისთვის... ალბათ განგებამ შენთვის მეტი ვერ გაიმეტა... მეხის გავარდნას ჰგავს შენი გარდაცვალება. მუდმივად კეთილშობილური განწყობის გამომსახველი თვალები, მუდამ ღიმილიანი სახე, მორიდებული ყველას მიმართ, წყნარი და მოკრძალებული. შენ მხოლოდ სიკეთის თესვა შეგეძლო. სიცოცხლეს შეჰხაროდი, ყველასგან სიყვარულს და საუკეთესო სურვილებს იღებდი. ასე იცხოვრე... ჩვენთვის ძნელია იმასთან შეგუება, რომ შენ აღარა ხარ ჩვენს გვერდით, რა იყო ეს ბედისწერა? თავზარდაცემულია ოჯახი, სამეგობრო, ახლობლები. არაფერია ამ ქვეყანაზე სიკვდილზე საშინელი", - წერს შოთო სიხარულიძე.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე