რეზონანსი
29.04.2026

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა სატელეფონო საუბარი გამართა თავის ამერიკელ კოლეგასთან, დონალდ ტრამპთან. ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა განუცხადა.

„შედგა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის სატელეფონო საუბარი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან. ეს საუბარი საათ-ნახევარზე მეტხანს გაგრძელდა“, - განაცხადა უშაკოვმა.

რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების დღევანდელი სატელეფონო საუბარი მე-12 იყო 2025 წლის დასაწყისში ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ. ლიდერებს შორის წინა სატელეფონო საუბარი 9 მარტს შედგა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×