მარიამ ვეკუა
29.04.2026

მთავრობის სტრუქტურა კიდევ ერთ საკვანძო რგოლს იძენს - პარლამენტმა დაჩქარებული წესით მხარი დაუჭირა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტის შექმნას. ახალი თანამდებობა, რომელსაც სავარაუდოდ მამუკა მდინარაძე დაიკავებს, არა მხოლოდ ძალოვან უწყებებს შორის კოორდინაციას გააძლიერებს, არამედ მას ვიცე-პრემიერის სტატუსიც მიანიჭებს.

მალე ახალი სამინისტრო შეიქმნება, პარლამენტმა მთავრობის შემადგენლობაში სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტის შექმნის ინიციატივას მხარი დაუჭირა.

სამინისტრო, სავარაუდოდ, კანცელარიაში განთავსდება, პრემიერმა ირაკლი კობახიძემ 21 აპრილს ჟურნალიატებთან განაცხადა, რომ მთავრობის სტრუქტურას სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა ემატება, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს, ამასთან მამუკა მდინარაძე ვიცე-პრემიერის თანამდებობასაც დაიკავებს.

  • მთავრობის სტრუქტურაში სახელმწიფო მინისტრის ახალი თანამდებობა გაჩნდება

"საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" კანონში ცვლილებები დაჩქარებული წესით განიხილეს და 84-ხმით ( 10 - წინააღმდეგი), მესამე მოსმენით დაამტკიცეს."

უფრო კონკრეტულად, პარლამენტის მიღებული პროექტის მიხედვით, მთავრობის სტრუქტურაში სახელმწიფო მინისტრის ახალი თანამდებობა გაჩნდება, რომელიც სამართალდამცავი ორგანოებს კოორდინაციას გაუწევს.ჯერჯერობით, მეტი დეტალი საკითხზე არ გავრცელებულა.

საინტერესოა ისიც, რომ სახელმწიფო მინისტრის უფლებამოსილებები მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება. ხოლო სამინისტროს საქმიანობას მატერიალურ-ტექნიკურად და ორგანიზაციულად მთავრობის ადმინისტრაცია უზრუნველყოფს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×