რეზონანსი
29.04.2026

შტატების იუსტიციის დეპარტამენტი ფედერალურ მოსამართლეს მოუწოდებს, ტრამპზე თავდასხმის მცდელობაში ეჭვმიტანილ 31 წლის მამაკაცს - კოულ ალენს წინასწარი პატიმრობა შეუფარდოს. ინფორმაციას fox news-ი ავრცელებს.

იუსტიციის დეპარტამენტის მიერ წარდგენილ დოკუმენტს დართული აქვს ახალი ფოტო, სადაც ალენი შეიარაღებულია და სროლამდე სასტუმროს ნომერში იმყოფება.

"ამერიკის შეერთებული შტატები, თავისი წარმომადგენლის - კოლუმბიის ოლქის პროკურორის მეშვეობით, პატივისცემით წარადგენს წერილობით დოკუმენტს, რომელიც ამყარებს ზეპირ მოთხოვნას, რომ ბრალდებული კოულ ტომას ალენი, სასამართლო პროცესის დაწყებამდე პატიმრობაში დარჩეს", - აღნიშნულია დოკუმენტში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×