რეზონანსი
28.04.2026

მარ­ნე­უ­ლი-ბოლ­ნი­სის ავ­ტო­მა­გის­ტრა­ლის სო­ფელ ცურ­ტავ­ში მომ­ხდარ ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას მო­ზარ­დი ემსხვერ­პლა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მა­ღა­ლი სიჩ­ქა­რით მოძ­რა­ვი ავ­ტო­მო­ბი­ლის მძღოლ­მა საჭე ვერ და­ი­მორ­ჩი­ლა და 11 წლის ბავ­შვს და­ე­ჯა­ხა, რო­მე­ლიც გზა­ზე გა­და­დი­ო­და. რო­გორც ცნო­ბი­ლია, ავა­რი­ა­ში მო­ნა­წი­ლე მძღოლ­მა მო­ზარ­დი კლი­ნი­კა­ში თა­ვად გა­და­იყ­ვა­ნა, თუმ­ცა მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა.

გარ­დაც­ვლი­ლი არას­რულ­წლო­ვა­ნი ელ­დარ ჰუ­სე­ი­ნო­ვია.

"ბავ­შვს სახ­ლთან და­ე­ჯა­ხა მან­ქა­ნა, გზა­ზე გა­და­დი­ო­და, როცა ეს შემ­თხვე­ვა მოხ­და. 11 წლის იყო. ავა­რია დღეს 18:00 სა­ათ­ზე მოხ­და, კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, თუმ­ცა სამ­წუ­ხა­როდ, ვერ გა­დარ­ჩა. ვინც და­ე­ჯა­ხა, ის ად­გი­ლობ­რი­ვი არ არის" - ყ­ვე­ბა ად­გი­ლობ­რი­ვი.

ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 276-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც სატ­რან­სპორ­ტო მოძ­რა­ო­ბი­სას წე­სე­ბის დარ­ღვე­ვას გუ­ლის­ხმობს, რა­მაც ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა გა­მო­იწ­ვია.

მომ­ხდა­რი ტრა­გე­დი­ის გამო ამ წუ­თებ­ში ხმა­უ­რია მარ­ნე­ულ­ში, კლი­ნი­კას­თან, სა­დაც მო­ზარ­დი და­ი­ღუ­პა. Aktual.ge-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, მო­სახ­ლე­ო­ბა კლი­ნი­კი­დან არას­რულ­წლო­ვა­ნის ცხედ­რის გაყ­ვა­ნას აპ­რო­ტეს­ტებს და ამის გამო პო­ლი­ცი­ე­ლებ­თან სი­ტყვი­ე­რი და­პი­რის­პი­რე­ბა მოხ­და.

წყარო: Ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×