
თეთრ სახლში სიტყვით გამოსვლისას, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ამერიკისა და დიდი ბრიტანეთის ურთიერთობებსა და ისტორიულ მეგობრობაზე ისაუბრა.
პრეზიდენტმა განსაკუთრებული პატივით მოიხსენია დედოფალი ელისაბედ II და სიმბოლურად ყურადღება გაამახვილა იმ ხეზე, რომელიც დედოფალმა 1991 წელს თეთრი სახლის ეზოში დარგო.
ტრამპმა ელისაბედ II-ს „ძალიან, ძალიან განსაკუთრებული ქალი" უწოდა და აღნიშნა, რომ იგი ატლანტის ოკეანის ორივე მხარეს ყველას ძალიან აკლია.
„დიდი ხნის წინ მან დარგო ნორჩი ხე - ეს იყო ძალიან ახალგაზრდა და ლამაზი ნერგი, ახლა კი შეხედეთ მას", - განაცხადა პრეზიდენტმა.
პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ-ის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ გასული საუკუნეების განმავლობაში, ამერიკელებს ბრიტანელებზე ახლო მეგობრები არ ჰყოლიათ.