რეზონანსი
28.04.2026

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან ისაუბრა, რა ხდებოდა კრებაზე. 

მისი თქმით, 20 ხმით უპირატესობა ჰქონდა მეუფე შიოს. კითხვაზე - შეინარჩუნებს, თუ არა პატრიარქის მოსაყდრე ამ ხმებს უკვე გაფართოებულ სხომაზე მიტროპოლიტმა განაცხადა, რომ "მეუფე შიომ უფრო შესაძლოა მეტი მხარდაჭერაც კი მიიღოს".

მედიის წარმომადგენლებმა სასულიერო პირს ჰკითხეს, თუ როგორ გადანაწილდა დანრჩენილი 4 მღვდელმთავრის ხმა - (20 ხმა მიიღო მეუფე შიომ, 7-7 ხმა კი მიტროპოლიტმა იობმა და მიტროპოლიტმა გრიგოლმა, რაც ჯამში 34 ხმაა, სინოდის კრებას კი 38 მღვდელმთავარი ესწრებოდა). 

მეუფე ნიკოლო ფაჩუაშვილმა თქვა, რომ "ვიღაცამ შეიკავა თავი, დანარჩენი ხმები ძირითადად სხვა კანდიდატებმა მიიღეს". 

დამაზუსტებელ კითხვაზე - ანუ გამოდის, რომ სინდოის სხდომაზე იყვნენ მღდელმთავრები რომლებმაც დღეს პოზიცია არ დააფიქსირეს, მეუფემ ასე უპასუხა: "თავის შეკავებაც პოზიციის დაფიქსირებაა". 

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა ასევე მედიასთან საუბრისას არ გამორიცხა, რომ გაფართოებული კრება, სადაც მომავალი პატრიარქი უნდა აირჩიონ, 17 მაისის შემდეგ ჩაინიშნოს. 

მისივე თქმით, "დღეს უკვე ცხადი გახდა, როგორია ღვთის ნება".

ცოტა ხნის წინ წმინდა სინოდმა სამი საპატრიარქო კანდიდატი გამოარჩია: ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტი იობი, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი.

ამასთან, ირკვევა, რომ სხვა კანდიდატები იყვნენ მეუფე გრიგოლ კაცია, მეუფე დოსითეოსი და მეუფე მელქისედეკი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×