რეზონანსი
28.04.2026

ყველა ახალი თანამდებობა, სადაც მამუკა მდინარაძე მივიდა, იყო წინაპირობა იმის, რომ ნაცები გაეცამტვერებინა, - აცხადებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი „ქრონიკასთან“.

მისი თქმით, მამუკა მდინარაძის პოლიტიკური გამოცდილება და მისი გავლენა პოლიტიკურ პროცესებზე არის რეალური მიზეზი იმ აჟიოტაჟზე, რომელსაც რადიკალებშია.

„მამუკა მდინარაძის პოლიტიკური გამოცდილება და მისი გავლენა პოლიტიკურ პროცესებზე არის რეალური მიზეზი იმ აჟიოტაჟზე, რომელსაც რადიკალებში ვხედავთ. ეს სატირული ჟანრის კამპანია, რომელიც უკავშირდება ვიცე-პრემიერის კაბინეტს, აპარატს, თანამშრომლებს, თუ სხვა აქტუალურ საკითხებს, რეალურად არ ადარდებთ. ძირითადი საფიქრალი არის შიში და გაურკვევლობა იმასთან დაკავშირებით, რომ ახალ პოზიციას იკავებს მამუკა მდინარაძე. ყველა ახალი თანამდებობა, სადაც მამუკა მდინარაძე მივიდა, იყო წინაპირობა იმის, რომ ნაცები გაეცამტვერებინა“, - აღნიშნა წილოსანმა.

პარლამენტი დღეს „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონში ცვლილებას განიხილავს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×