რეზონანსი
28.04.2026

მიმდინარე კვირაში, ქვეყანას სახელმწიფო მინისტრი ეყოლება. სახელისუფლებო პარტიაში ფიქრობენ, რომ მდინარაძეს დიდი პოლიტიკური და მენეჯერული გამოცდილება გააჩნია, რომელიც სუს-სა თუ პარლამენტში არაერთხელ გამოავლინა.

შესაბამისად, ძალოვანი სტრუქტურების კოორდინაციის კუთხით, მას უმნიშვნელოვანესი როლი ექნება. ვიცე-პრემიერის რანგში კი პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელება მმართველი გუნდისთვის დამატებით გაძლიერებას ნიშნავს.

მიმდინარე ცვლილებებს აფასებენ მმართველი გუნდის ოპონენტების. პარტიის "გახარია საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრის, ქეთი ბაკარაძის განცხადებით, აღნიშნული ცვლილებით, მამუკა მდინარაძე მთავრობის ადმინისტრაციის რიგითი თანამშრომელი ხდება.

"მამუკა მდინარაძე ჩაიბარებს იმ სამინისტროს პორტფელს, რომელსაც არც ინფრასტრუქტურა აქვს, არც ბიუჯეტი აქვს, არც სტაფი ჰყავს. ის ხდება კანცელარიის რიგითი თანამშრომელი. ეს არის ნომინალური ცვლილება, რომელიც არაფერს შეცვლის", - განაცხადა ქეთი ბაკარაძემ.

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ სუს-ის უფროსის პოზიციას ღირსეულად გაუძღვება გეკა გელაძე. გელაძის პოსტს შინაგან საქმეთა მინისტრის პოზიციაზე კი სულხან თამაზაშვილი გადაიბარებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×