რეზონანსი
27.04.2026

 რუ­სეთ­ში ძებ­ნი­ლი ყო­ფი­ლი მო­სა­მარ­თლე, ელე­ნა ხა­ხა­ლე­ვა სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რობს, - ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას რუ­სუ­ლი მე­დია ავ­რცე­ლებს.

ელე­ნა ხა­ხა­ლე­ვას ად­ვო­კატ­მა, ია­როს­ლავ კრას­ნოშ­ჩო­კოვ­მა სა­სა­მარ­თლო­ში გა­ნა­ცხა­და, რომ კრას­ნო­და­რის მხა­რის სა­ოლ­ქო სა­სა­მარ­თლოს ყო­ფი­ლი მო­სა­მარ­თლე, რო­მელ­ზეც ძებ­ნაა გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი, თბი­ლის­ში ცხოვ­რობს.

"ის ნამ­დვი­ლად ძებ­ნა­ში იმ­ყო­ფე­ბა. ამას­თან, სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნო­ე­ბის­თვის მისი ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლი ცნო­ბი­ლია. ის თბი­ლის­ში ცხოვ­რობს", - გა­ნა­ცხა­და ად­ვო­კატ­მა.

რო­გორც რუ­სუ­ლი მე­დია წერს, ყო­ფი­ლი მო­სა­მარ­თლე ელე­ნა ხა­ხა­ლე­ვა სკან­დალ­ში 2017 წელს გა­ეხ­ვა, მისი ქა­ლიშ­ვი­ლის ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი ქორ­წი­ლის შემ­დეგ, რო­მე­ლიც 2 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი დაჯ­და. სკან­და­ლის შემ­დეგ ხა­ხა­ლე­ვა რუ­სეთ­ში "ოქ­როს მო­სა­მარ­თლის" სა­ხე­ლით გახ­და ცნო­ბი­ლი.

ყო­ფილ მო­სა­მარ­თლეს ელე­ნა ხა­ხა­ლე­ვას თაღ­ლი­თო­ბის­თვის ბრა­ლი 2021 წელს წა­უ­ყე­ნეს, რის შემ­დე­გაც მან რუ­სე­თი და­ტო­ვა. 2022 წელს როს­ტო­ვის ოლ­ქის სა­სა­მარ­თლომ მას პა­ტიმ­რო­ბა და­უს­წრებ­ლად შე­უ­ფარ­და. გა­მო­ძი­ე­ბის გან­ცხა­დე­ბით, ხა­ხა­ლე­ვა 2016-2019 წლებ­ში სამ­სა­ხურ­ში 127 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში არ იმ­ყო­ფე­ბო­და, ხოლო თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მო­ტყუ­ე­ბით, რომ­ლე­ბიც სა­მუ­შაო სა­ა­თებს აღ­რი­ცხავ­დნენ, მან უკა­ნო­ნოდ მი­ლი­ონ­ზე მეტი რუბ­ლი მი­ი­ღო. 2025 წლის იან­ვარ­ში ხა­ხა­ლე­ვა აზერ­ბა­ი­ჯან­ში და­ა­კა­ვეს, თუმ­ცა ბა­ქოს სა­სა­მარ­თლომ მისი ექ­სტრა­დი­ცი­ის მო­თხოვ­ნა არ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა.

რუ­სე­თის გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რა ყო­ფი­ლი მო­სა­მარ­თლი­სა და მისი ნა­თე­სა­ვე­ბის აქ­ტი­ვე­ბის ჩა­მორ­თმე­ვას ითხოვს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×