რეზონანსი
27.04.2026

 ხალ­ხთან უნდა გავ­დოთ ხიდი, ოღონდ ვი­საც ჩვენს რი­გებ­ში ხალ­ხთან ლა­პა­რა­კი არ შე­უძ­ლია და უბ­რა­ლო ქარ­თვე­ლე­ბი­სად­მი სი­ძულ­ვილს ას­ხი­ვებს, უკან უნდა მო­ვი­ტო­ვოთ და მა­შინ ყვე­ლა­ფე­რი გა­მოგ­ვი­ვა , - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს.

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ის გაბ­რა­ზე­ბუ­ლია "დიქ­ტა­ტუ­რა­ზე და დამ­პყრობ­ლებ­ზე" და არა ოპო­ზი­ცი­ა­ზე.

"TV-ში ჩემი დღე­ვან­დე­ლი გა­მოს­ვლა და­ა­სა­თა­უ­რეს სი­ტყვე­ბით "მიშა გაბ­რა­ზე­ბუ­ლია ოპო­ზი­ცი­ა­ზე". ეს სი­ტყვე­ბი არაა მარ­თა­ლი!

მე გაბ­რა­ზე­ბუ­ლი ვარ დიქ­ტა­ტუ­რა­ზე და დამ­პყრობ­ლებ­ზე, ხოლო ოპო­ზი­ცი­ის ზო­გი­ერ­თი წევ­რით უბ­რა­ლოდ იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლი ვარ. ძი­რი­თა­დად იმის გამო, რომ ისი­ნი მო­წყდნენ ხალ­ხს და არე­უ­ლი აქვთ სა­მიზ­ნე. თუმ­ცა ეს სა­ერ­თოდ არ ეხე­ბა აბ­სო­ლუ­ტურ უმ­რავ­ლე­სო­ბას. ძა­ლი­ან ბევ­რი კარ­გი და ერ­თგუ­ლი ადა­მი­ა­ნი ჩვენს ბრძო­ლა­ში და მათ­თან ერ­თად სა­მიზ­ნე გას­წო­რე­ბუ­ლი გვაქვს დიქ­ტა­ტუ­რა­ზე და ჩვენ ამ ბრძო­ლას აუ­ცი­ლებ­ლად მო­ვი­გებთ!

მთა­ვა­რი რაც დღეს ვთქვი იყო არა წარ­სულ­ზე კონ­ცენ­ტრი­რე­ბა, არა­მედ ხაზი გა­ვუს­ვი იმას, რომ ჩვენ არ უნდა ვი­ყოთ მუდ­მი­ვად რე­ა­გი­რე­ბის რე­ჟიმ­ში და პი­რი­ქით დიქ­ტა­ტუ­რა უნდა გვყავ­დეს ჩო­ქბ­ჯენ­ში და მუდ­მივ თავ­დაც­ვა­ში.

ხალ­ხთან უნდა გავ­დოთ ხიდი, ოღონდ ვი­საც ჩვენს რი­გებ­ში ხალ­ხთან ლა­პა­რა­კი არ შე­უძ­ლია და უბ­რა­ლო ქარ­თვე­ლე­ბი­სად­მი სი­ძულ­ვილს ას­ხი­ვებს, უკან უნდა მო­ვი­ტო­ვოთ და მა­შინ ყვე­ლა­ფე­რი გა­მოგ­ვი­ვა.

აი დღე­საც ძა­ლი­ან კარ­გი სა­უ­ბა­რი შედ­გა ივა­ნიშ­ვი­ლის რე­ჟი­მის პი­რო­ბებ­ში გაძ­ვი­რე­ბულ ფა­სებ­ზე. აი ასე რა! მეტი კონ­კრე­ტი­კა, მეტი რე­ა­გი­რე­ბა, თავ­გან­წი­რუ­ლი ბრძო­ლა და შე­დე­გიც და­ი­დე­ბა", - წერს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×