რეზონანსი
27.04.2026

ირანმა აშშ-ს ახალი სამშვიდობო წინადადება წარუდგინა, რომელიც ჰორმუზის სრუტის გახსნასა და ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის გაგრძელებას ითვალისწინებს, ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებები კი უნდა გადავადდეს, – ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „აქსიოსი“ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ერთ-ერთი წყაროს თქმით, გასული კვირის განმავლობაში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ შუამავლებს, პაკისტანს, ეგვიპტეს, თურქეთსა და კატარს აცნობა, რომ თეირანში ჯერ კიდევ არ არის შეთანხმება, თუ როგორ უპასუხონ ამერიკის მოთხოვნებს.

როგორც „აქსიოსი“ წერს, ახალი წინადადება პაკისტანის მეშვეობით გადაეცა ვაშინგტონს, ის ჰორმუზის კრიზისის მოგვარებაზეა ორიენტირებული. ბირთვულ საკითხზე მოლაპარაკებები კი მხოლოდ მოგვიანებით დაიწყება – ცეცხლის შეწყვეტის გახანგრძლივების ან ომის დასრულების შემდეგ.

გამოცემის ინფორმაციით, თეთრმა სახლმა წინადადება მიიღო, თუმცა ჯერ გაურკვეველია, განიხილავს თუ არა მას ვაშინგტონი. დონალდ ტრამპი დღეს ირანის საკითხზე უსაფრთხოების გუნდს შეხვდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×