
სამტრედიაში 25 აპრილს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა სამწუხაროდ მსხვერპლით დასრულდა. ერთი ადამიანი დაიღუპა და ექვსი დაშავდა ამ მძიმე ავარიის შედეგად.
როგორც ადგილობრივები ამბობენ, შემთხვევა აღმაშენებლის ქუჩაზე საღამო ხანს მოხდა, ერთმანეთს რამდენიმე ავტომობილი შეეჯახა. გარდაცვლილია ახალგაზრდა ბიჭი, 23 წლის ბესიკ (ბესო) შარაშენიძე, სხვა დაშავებულები სხვადასხვა სახის დაზიანებებით "ჯეო ჰოსპიტალში" გადაიყვანეს.
“როგორც ვიცი, გარდაცვლილია ერთი ადამიანი. ბესო ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, რომ გადაიყვანეს კლინიკაში, მაგრამ მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა, სხვები რჩებიან კლინიკაში. ვიცი, რომ რამდენიმე ავტომობილი შეეჯახა ერთმანეთს. ძალიან კარგი ახალგაზრდა იყო გარდაცვლილი. სამტრედიელია, ოჯახიც ახალი შექმნილი ჰქონდა. იმ მონაკვეთზე გზა გაფუჭებულია და მანქანებს საპირისპირო გზაზე უწევთ გადასვლა, საღამო ხანს მოხდა ეს ავარია. ეტყობა საპირისპიროზე იყო ერთი მანქანა გადასული და სხვა შეეჯახა. სხვა დეტალები არ ვიცი, ვუსამძიმრებ ოჯახს”, - განუცხადა "კვირის პალიტრას" ადგილობრივმა.
სამწუხაროდ ლამაზი წყვილის ოცნებები ჩაქრა. დღეს გლოვაა მის ოჯახში, გლოვობენ ის ადამიანები, ვინც ამ ახალგაზრდა ბიჭს იცნობდა.
კვირის პალიტრა
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე