რეზონანსი
26.04.2026

25 აპრილს მომხდარ უმძიმეს ავარიას 23 წლის ბესო შარაშენიძე ემსხვერპლა. ავარია გვიან ღამით, სამტრედიაში აღმაშენებლის ქუჩაზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს რამდენიმე ავტომობილი შეეჯახა. ავარიისას სხეულის სხვადასხვა დაზიანება მიიღო კიდევ ექვსმა ადამიანმა. ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა სხვადასხვა კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მათ შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ.

„საშინელებაა... ბესოს ოჯახი ახალი შექმნილი ჰქონდა. უპასუხისმგებლესი ბიჭი... როგორ განადგურდა ოჯახი“, - წერენ გარდაცვლილის ახლობლები სოციალურ ქსელში.

„7 სექტემბერს გვქონდა ქორწილი და 7 თვე გვქონია ბედნიერი თანაცხოვრების. მენატრები ჩემო თბილო და მოსიყვარულე მეუღლევ“ - წერს ბესო შარაშენიძის მეუღლე სოციალურ ქსელში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×