
„იმედის დილამ“ სიუჟეტი მიუძღვნა დედებს, რომლებიც უწმინდესსა და უნეტარესს, პატრიარქ ილია მეორეს სიცოცხლის ბოლო წუთამდე ემსახურებოდნენ. დედები აღნიშნულ სიუჟეტში პატრიარქთან პირველი შეხვედრისა და იმ გზის შესახებ ჰყვებიან, რომელიც უწმინდესის გვერდით ყოფნის დროს გაიარეს.
ასევე, დედა ალექსანდრა პატრიარქთან უკანასკნელად შეხვედრის წუთებსაც იხსენებს:
„უწმინდესი ძალიან თბილი იყო, ყველაფერში გვენდობოდა, შენიშვნას არასდროს მოგვცემდა. ჩემს მშობლებთან არ მიცხოვრია იმდენ ხანს, რამდენიც პატრიარქთან - 48 წელი ვიცხოვრე უწმინდესთან. მან გვასწავლა თავმდაბლობა და მოთმინება.
თვალები კარგად გაახილა და ასე, ჩვენ ყველას სათითაოდ შემოგვხედა, მე მაშინ ვთქვი, რომ უწმინდესი გვემშვიდობებოდა, მერე თვალები დახუჭა და იმის მერე აღარ გაუხელია“, - აღნიშნავს დედა ალექსანდრა.