
უკრაინა 90 მილიარდი ევროს ოდენობის ევროკავშირის სესხის პირველ 6 მილიარდიან ტრანშს ივნისში მიიღებს - წერს European Pravda
„პირველ რიგში, უკრაინამ ევროკავშირში, კერძოდ Deutsche Bundesbank-ში, სპეციალური საბანკო ანგარიში უნდა გახსნას. ეს პროცედურა, როგორც წესი, რამდენიმე თვეს ითხოვს, თუმცა უკრაინა და გერმანია მის დაჩქარებაზე შეთანხმდნენ. გარდა ამისა, კიევმა ევროკავშირს უნდა მიანიჭოს აღნიშნული ანგარიშიდან დახარჯული სახსრების მონიტორინგის უფლება.
ევროკავშირმა ასევე მიანიშნა, რომ კიევს უკვე შეუძლია გააფორმოს კონტრაქტები იარაღის მიწოდებაზე და მათ საფასური მოგვიანებით, სესხის სახსრებით გადაიხადოს, რადგან სესხის პირობები იძლევა მიმდინარე წლის იანვრიდან განთავსებული სამხედრო შეკვეთების დაფინანსების შესაძლებლობას.
პირველი თავდაცვითი ტრანში უკრაინაში წარმოებული დრონების შესყიდვისკენ იქნება მიმართული. სესხის „სამხედრო“ კომპონენტის მომდევნო გადახდების განრიგი ჯერ დამტკიცებული არ არის, თუმცა მოსალოდნელია, რომ ისინი უფრო სწრაფად განხორციელდება.“ - წერია პუბლიკაციაში