რეზონანსი
24.04.2026

ერთი დღის ჭრილში მსოფლიოს 10 უდიდესი ადამიანიდან შვიდის ქონება შემცირდა. კლებამ ჯამში 29.9 მილიარდ დოლარზე მეტით შეადგინა - ამის შესახებ ირკვევა Bloomberg-ის მილიარდერთა რეიტინგის განახლებული მონაცემებიდან.

სტატისტიკის თანახმად, მილიარდერებიდან ყველაზე მეტად (11.5 მლრდ დოლარით) ლარი ელისონის ქონება შემცირდა, ყველაზე ნაკლებად, 9.49 მილიონი დოლარით კი ლარი ფეიჯის.

10 უმდიდრესი ადამიანიდან, ერთი დღის ჭრილში მხოლოდ სამის - სერგეი ბრინის, ბერნარდ არნოსა და ჯიმ ვოლტონის წმინდა ქონება გაიზარდა. ჯამურმა ზრდამ ამ შემთხვევაში 2.1 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.

როგორია 10 უმდიდრესი ადამიანის ქონება

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში უმდიდრესი ადამიანი კვლავაც ილონ მასკია. მის წმინდა ქონებას Bloomberg-ი 645 მილიარდ დოლარად აფასებს. ერთი დღის ჭრილში მასკი ქონება 9.89 მილიარდი დოლარით კლებას აჩვენებს.

უფრო დეტალურად, Bloomberg-ის მსოფლიოს 10 უმდიდრესი ადამიანის ქონება და ერთი დღეში ცვლილება ასე გამოყურება:

ილონ მასკი (Tesla, SpaceX) - 645 მილიარდი დოლარი (-9.89 მლრდ დოლარი);

ლარი ფეიჯი (Alphabet) – 289 მილიარდი დოლარი (-9.49 მლნ დოლარი);

ჯეფ ბეზოსი (Amazon) - 274 მილიარდი დოლარი (-63.2 მლნ დოლარი);

სერგეი ბრინი (Alphabet) - 269 მილიარდი დოლარი (+3 მლნ დოლარი);

მარკ ცუკერბერგი (Meta) - 233 მილიარდი დოლარი (-5.29 მლრდ დოლარი);

ლარი ელისონი (Oracle) - 227 მილიარდი დოლარი (-11.5 მლრდ დოლარი);

მაიკლ დელი (Michael Dell) - 179 მილიარდი დოლარი (-902 მლნ დოლარი);

იენსენ ჰუანგი (NVIDIA) - 165 მილიარდი დოლარი (-2.3 მლრდ დოლარი);

ბერნარდ არნო (LVMH) - 160 მილიარდი დოლარი (+67.4 მლნ დოლარი);

ჯიმ ვოლტონი (Walmart) - 157 მილიარდი დოლარი (+2.08 მლრდ დოლარი).

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×