რეზონანსი
24.04.2026

საერთაშორისო ინდექსების თვალსაზრისით, ყველგან გვაქვს სერიოზული წინსვლა, ეს გამოწვეულია იმ სისტემური გადაწყვეტილებებით, რომელიც მთავრობამ მიიღო წინა წლებში და ეს შემდგომ ინდექსებში აისახება, - განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ლევან ჟორჟოლიანმა გადაცემაში „ბიზნეს ინსაიდერი საქართველო“. 

მისი თქმით, საერთაშორისო ინდექსები ინვესტორებისთვის ერთგვარ გზამკვლევს წარმოადგენს და მნიშვნელოვანია პირდაპირი უცხოური ინვესტიციის მოზიდვისთვის.

„საერთაშორისო ინდექსების თვალსაზრისით, 2025 წელი წარმატებული იყო. უამრავი დამოუკიდებელი კვლევითი ორგანიზაცია აფასებს ქვეყნებს ეკონომიკური თავისუფლების, კორუფციისგან თავისუფლების, ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობის ინდექსებით. ყველგან გვაქვს სერიოზული წინსვლა. ეს გამოწვეულია იმ სისტემური გადაწყვეტილებებით, რომელიც მთავრობამ მიიღო წინა წლებში და ეს შემდგომ ინდექსებში აისახება. ინდექსები ინვესტორებისთვის არის ერთგვარი გზამკვლევი, თუ რა სახის თამაშის წესებია ქვეყანაში, არის თუ არა ეკონომიკური სტაბილურობა, როგორ მუშაობს ბიუროკრატია, ეს პირდაპირი უცხოური ინვესტიციის მოზიდვისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია. ერთ-ერთი ყველაზე მეტი გაუმჯობესება, რაც ჩვენ გვქონდა, ეს არის კორუფციისგან თავისუფლების მიმართულებით და ის რეფორმები, რომელიც გარკვეულ კვლევებში აისახება, რაც ჩვენ კორუფციის მიმართულებით მივიღეთ, ესეც თავის ასახვას ჰპოვებს ინდექსებში და ჩვენი ქვეყანა აღმოჩნდება იმ მოწინავე ქვეყნებში, სადაც თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბიუროკრატია მუშაობს კეთილსინდისიერად“, - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×