რეზონანსი
24.04.2026

ოპოზიციაში, დიდი ხანია, კრიზისია, მნიშვნელობა არ აქვს, გააერთიანებენ, ცალ-ცალკე ეყოლებათ თუ სხვა კონფიგურაციას მოუფიქრებენ, ფაქტია, კრიზისში იმყოფებიან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისი თქმით, იმდენად ბევრი პოლიტიკური შეცდომა დააშვებინეს, ასევე მათმა პატრონებმაც დაუშვეს, რომ ამის გამოსწორება თითქმის შეუძლებელია.

„პარლამენტში 61 ოპოზიციონერი არ არის და ხელისუფლებას ოპონირებას არ უწევს, ასევე თვითმმართველობის არჩევნებში არ მიიღეს მონაწილეობა და მთელი ქვეყნის მასშტაბით საკრებულოებში წარმომადგენლები არ ჰყავთ, ამ დიდი შეცდომის გამოსწორება შეუძლებელია. რევოლუციას ვერ მოახდენენ და ასეთ კატასტროფამდე მივიდნენ თავიანთი გაუაზრებელი და დესტრუქციული ნაბიჯებით. შიგნით კონკურენციაა, ვის დაერქმევა პირველი ოპოზიციონერი. ანუ, სად უნდა მივიდეს დაფინანსების უდიდესი ნაწილი, რომელიც უცხოეთიდან მოემართება. არ გეგონოთ, რომ პროზაულ თემებზე დავობენ. შავი ფულიდან ვის ექნება მეტი დაფინანსება, ამაზე დავობენ. შეუთავსებელი ადამიანები არიან. ერთმანეთი უფრო ეჯავრებათ, ვიდრე ჩვენი გუნდიდან ვინმე“, – განაცხადა თენგზის შარმანაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×