გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ აგროსექტორის მხარდასაჭერად ახალი სახელმწიფო პროგრამა წარადგინა. "აგროთანადაფინანსების" პროგრამა აერთიანებს ყველა საკვანძო მიმართულებას და მიზნად ისახავს ერთიანი, ინტეგრირებული, გამჭვირვალე და შედეგებზე ორიენტირებული სისტემის ჩამოყალიბებას.
"ახალი პროგრამებით ფერმერი და სახელმწიფო, სახელმწიფო და ბანკები, ბანკები და ფერმერები ხდებიან ძლიერები და უფლებამოსილი პარტნიორები. თუ აქამდე სახელმწიფო მხარდაჭერა მიმართული იყო ცალკეული კომპონენტების დაფინანსებაზე, დღეს ჩვენ ვაფინანსებთ სრულ პროექტებს, ეს ნიშნავს, რომ ბენეფიციარს ეძლევა შესაძლებლობა, მიიღოს ინფორმირებული გადაწყვეტილება, ყველა ის რესურსი, რომელიც აუცილებელია შედეგის მისაღწევად. ამ ცვლილებით უზრუნველვყოფთ რესურსების უფრო ეფექტიან გამოყენებას, უკეთ დაგეგმვას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გაზომვადი შედეგების უფრო სწრაფად მიღწევას. პროგრამის მნიშვნელოვანი კომპონენტებია დაფინანსების მოცულობის ზრდა, თანადაფინანსების მკაფიო სტრუქტურა, მონიტორინგის და ანგარიშგების გაძლიერებული სისტემა," - აცხადებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი.