რეზონანსი
22.04.2026

მოლდოვაში ოლიგარქ და ყოფილი მმართველი პარტიის ლიდერს, ვლად პლახატნიუკს 19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

გამოძიების ინფორმაციით, საქმე ეხება პლახატნიუკის მონაწილეობას მოლდოვის ბანკებიდან ერთი მილიარდი ევროს მოპარვაში.

კიშინეუს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, პლახატნიუკი დამნაშავედ ცნეს ქურდობაში თანამონაწილეობაში.

გამოძიების ვერსიის მიხედვით, მოლდოვის მმართველი პარტიის ყოფილმა ლიდერმა სამი მოლდოვური ბანკიდან მოპარული თანხიდან 39 მილიონ ევროზე მეტი მიიღო.

თავად პლახატნიუკი სასამართლოს მიერ ვერდიქტის გამოცხადებას არ დასწრებია.

აღსანშნავია, რომ პროკურატურა ვლად პლახატნიუკისთვის მაქსიმალურ სასჯელს, 25 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვდა.

ცობისთვის, 2025 წლის სექტემებში მოხდა პლახატნიუკის ექსტრადირება საბერძნეთიდან კიშინეუში, სადაც ის ციხეში იმყოფება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×