რეზონანსი
22.04.2026

პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ და საზოგადოება „ქართულის“ ლიდერმა, გიორგი გაბუნიამ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასის განცხადება „ქრონიკასთან“ შეაფასა. გაბუნია აღნიშნავს, რომ კალასის განცხადება საქართველოს მიმართ მიზანმიმართული კამპანიის ნაწილია.

„ქალბატონი კალასი ევროკავშირის ტრიბუნას იყენებს საკუთარი ქვეყნის ინტერესების გასატარებლად. ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ რომ საქართველოს ხელისუფლება მზად არის დიალოგისა და დისკუსიისთვის. ცალმხრივად, მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილით გამოცხადება გადაწვეტილებების ბრიუსელიდან, კონკრეტული დირექტივების მოსმენა და ამის უაპელაციოდ აღსრულება, არის მიუღებელი. ქალბატონი კალასის განცხადება არის მიზანმიმართული ნაწილი იმ კამპანიისა, რომ საქართველოს მიმართ პოლიტიკური ზეწოლა გაიზარდოს“, - აღნიშნა გაბუნიამ.

სანქციებზე გაკეთებული განცხადებების მიუხედავად, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს კონკრეტული გადაწყვეტილება არ მიუღიათ და შესაძლო სანქციების საკითხი გადაიდო. კაია კალასი დიალოგზეც ალაპარაკდა. კონკრეტული პუნქტები კი „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს ხელმძღვანელმა დაწერა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×