რეზონანსი
22.04.2026

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანთან დაკავშირებით ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი გაახანგრძლივა. როგორც საკუთარ სოციალურ ქსელში დონალდ ტრამპმა დაწერა, ეს გადაწყვეტილება მან პაკისტანის თხოვნის საფუძველზე მიიღო. მიზანი თეირანისთვის დამატებითი დროის მიცემაა, რათა ირანულმა მხარემ საკუთარი პოზიციების ჩამოყალიბება შეძლოს.

"იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ირანის მთავრობა სერიოზულად გახლეჩილია, რაც არც ისე მოულოდნელია, პაკისტანის გენერალი ფელდმარშალის, ასიმ მუნირისა და პაკისტანის პრემიერმინისტრის, შეჰბაზ შარიფის თხოვნის საფუძველზე, ჩვენ მოგვმართეს თხოვნით, ირანზე დარტყმები შევაჩეროთ იქამდე, სანამ მათი ლიდერები და წარმომადგენლები ერთიან წინადადებას არ შეიმუშავებენ. ამიტომ, ჩვენს სამხედროებს მითითება მივეცი, რომ ბლოკადა განაგრძონ, ყველა სხვა ასპექტში კი დარჩნენ მაზდყოფნაში. ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს გავახანგრძლივებ იქამდე, ვიდრე ისინი თავიანთ წინადადებას არ წარმოადგენენ და განხილვები არ მორჩება ამა თუ იმ გზით", - დაწერა ტრამპი Truth Social-ზე.

ამ გადაწყვეტილებიდან მალევე, თეთრმა სახლმა დაადასტურა, რომ ვიცე-პრეზიდენტის პაკისტანში სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის დაგეგმილი ვიზიტი გაუქმდა. ჯეი დი ვენსი ისლამაბადში ირანელ ოფიციალურ პირებთან მოლაპარაკებების გასამართად აპირებდა ჩასვლას.

პარალელურად, ვაშინგტონი საზღვაო ბლოკადას აგრძელებს და შტატების სამხედრო ძალები სრულ მზადყოფნაში რჩებიან.

საპასუხოდ კი, ირანი თავდასხმის შემთხვევაში, ახლო აღმოსავლეთში ნავთობის წარმოების შეწყვეტით იმუქრება. ოფიციალური თეირანის განცხადებით, წაგებულ მხარეს არ შეუძლია პირობების განსაზღვრა და ვაშინგტონის მხრიდან ცეცხლის შეწყვეტა მხოლოდ და მხოლოდ დროის მოგების ხერხია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×