რეზონანსი
21.04.2026

ნატო-მ ბალტიის ზღვაზე რუსულ სამხედრო თვითმფრინავებს გზა გადაუჭრა, - ამის შესახებ ინფორმაციას Euronews ლიეტუვაში განლაგებულ ფრანგულ სამხედრო კონტინგენტზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათი თქმით, ორშაბათს, 20 აპრილს, ნატოს რამდენიმე წევრი ქვეყნის თვითმფრინავები აფრინდნენ. ფრანგული Rafale თვითმფრინავების გარდა ოპერაციას ასევე შეუერთდნენ შვედეთის, ფინეთის, პოლონეთის, დანიისა და რუმინეთის თვითმფრინავები.

როგორც აღინიშნება, მიზეზი რუსული სამხედრო თვითმფრინავების ჯგუფის გამოჩენა გახდა, რომლის შემადგენლობაში შედიოდა ორი ზებგერითი ბომბდამშენი „ტუ-22მ3" და დაახლოებით ათი „სუ-30" და „სუ-35" ავიაგამანადგურებელი, რომლებიც სტრატეგიული ბომბდამშენების ესკორტირებას ახდენდნენ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×