რეზონანსი
21.04.2026

დაასრულეს „დრუჟბას“ მილსადენის შეკეთება, რომელიც რუსული ნავთობის ევროპულ ქვეყნებში ტრანსპორტირებას ახორციელებს და მას შეუძლია ოპერირების განახლება.

როგორც უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს, არავის შეუძლია მისთვის იმ გარანტიის მიცემა, რომ ნავთობსადენი კვლავ რუსული თავდასხმის სამიზნე არ გახდება.

ზელენსკის თქმით, უკრაინა ამ ქმედებების შემდეგ ელოდება, რომ კიევი ბრიუსელისგან 90 მილიარდი ევროს სესხის მიღებას შეძლებს.

„როგორც ევროკავშირთან კომუნიკაციაში იყო განსაზღვრული, უკრაინამ დაასრულა „დრუჟბას“ ნავთობსადენის იმ მონაკვეთის შეკეთება, რომელიც რუსული დარტყმის შედეგად დაზიანდა. ნავთობსადენს შეუძლია, განაახლოს ფუნქციონირება. 

ამჟამად ვერავინ იძლევა გარანტიას, რომ ნავთობსადენის ინფრასტრუქტურაზე რუსული დარტყმები აღარ განმეორდება. ამ საკითხს ჩვენ ვუკავშირებთ უკრაინისთვის ევროპული დახმარების პაკეტის გახსნას, რომელიც უკვე დამტკიცებულია ევროპის საბჭოს მიერ. 

თუმცა, ვიმედოვნებთ, რომ პარტნიორები უკრაინისთვის კლასტერებთან დაკავშირებით შესაბამის ნაბიჯებსაც გადადგამენ – ჩვენ უკვე შევასრულეთ ჩვენი წილი პირველ კლასტერებთან დაკავშირებით. ევროპა დამოუკიდებელი უნდა იყოს მათგან, ვინც ევროპის განადგურებას ან დასუსტებას ცდილობს. მადლობა ყველას, ვინც გვეხმარება!“- წერს ის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×