რეზონანსი
21.04.2026

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე „ქართული ოცნების“ დაფუძნების დღესთან დაკავშირებით  წერილს ავრცელებს, რომელშიც  საუბარია მმართველი პარტიის მიერ 14 წლის განმავლობაში განვლილ რთულ გზასა და მძიმე მემკვიდრეობაზე. 

ირაკლი კობახიძის განცხადებით,  „ნაციონალური მოძრაობის“ უმძიმესი მემკვიდრეობის ფონზე ხელისუფლებაში მოსვლის დრიდან „ქართულმა ოცნებამ“ სრული პასუხისმგებლობა აიღო ქვეყნის წინაშე  და სტაბილური სახელმწიფოს შენებას შეუდგა. 

„ცალკე საკითხია უპრეცედენტო ზეწოლა კერძო საკუთრებასა და ბიზნესზე. უნდა გვახსოვდეს ათეულობით ათასი დაზარალებული, ქოებაწართემული მოქალაქე, რომელიც სწორედ „სამართალდამცავი“, სინამდვილეში კი სადამსჯელო უწყებისა და ციხეში აღმოჩენის შიშით ვერც ხმას იღებდა და ვერც სამართალს პოულობდა.

სოციალური უთანასწორობის მაღალ დონეზე, მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის დაუცველობაზე, არასაკმარისი სოციალური დაცვის მექანიზმებზე რომ აღარაფერი ვთქვათ, წლების განმავლობაში ვცხოვრობდით ქვეყანაში, რომელსაც პრაქტიკულად არ გააჩნდა სახელმწიფო ინსტიტუტები, ქვეყანაში, სადაც განსხვავებული აზრი არა დემოკრატიის ნაწილად, არამედ საფრთხედ და პრობლემად აღიქმებოდა და რაც მთავარია, ქვეყანაში, სადაც სახელმწიფოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა არ ენდობოდა!

სწორედ ამგვარი იყო ის ქვეყანა, რომელსაც გარე ძალები „დემოკრატიის შუქურად“ ასაღებდნენ... 

ამ უმძიმესი მემკვიდრეობის ფონზე, საქართველოს მოსახლეობის ლეგიტიმაციით, ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან „ქართულმა ოცნებამ“ სრული პასუხისმგებლობა აიღო ქვეყნის წინაშე და ფუნდამენტური პრობლმეების მიუხედავად, წლების განმავლობაში განხორციელებული სისტემური ცვლილებებით, სამართლიანი, დემოკრატიული და სტაბილური სახელმწიფოს მშენებლობას შეუდგა,“- ვკითხულობთ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის წერილში. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×