რეზონანსი
21.04.2026

ბერი ნი­კო­ლო­ზის მე­გო­ბა­რი და სუ­ლი­ე­რი შვი­ლი მალ­ხაზ ჯი­ნო­რია მდუ­მა­რე ბე­რი­ს, მამა გაბ­რი­ე­ლის და ილია მეორეს ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე საუბრობს:

"მამა ნი­კო­ლო­ზი სა­ლო­სი არ ყო­ფი­ლა, სა­ლო­სი იყო მისი მო­ძღვა­რი - მამა გაბ­რი­ე­ლი. ბერი მამა გაბ­რი­ელ­თან სამი წელი იყო მორ­ჩი­ლე­ბა­ში. მამა ნი­კო­ლოზ­მა მას­ში სიწ­მინ­დე ნახა და ამი­ტომ აირ­ჩია მო­ძღვრად, იტყო­და ხოლ­მე, ასე­თი თავ­მდაბ­ლო­ბა და სიყ­ვა­რუ­ლი არ­სად მი­ნა­ხავ­სო. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რომ ეტყო­და, ნი­კო­ლოზ, მოდი აქო, ის და­ჩო­ქი­ლი მი­დი­ო­და მას­თან, რა­ღაც­ნა­ი­რი სას­წა­უ­ლი მორ­ჩი­ლე­ბა ჰქონ­და. 

მამა ნი­კო­ლო­ზი ეროვ­ნუ­ლი მოძ­რა­ო­ბი­დან მო­ვი­და, 9 აპ­რილს მო­ი­წამ­ლა, სა­ა­ვად­მყო­ფო­შიც იწვა. სპე­ცი­ა­ლო­ბით ფი­ზი­კო­სი იყო, ისე­თი გა­ნათ­ლე­ბუ­ლი იყო, ასე­თი თუ ვინ­მე მე­ნა­ხოს... ძა­ლი­ან ჭკვი­ა­ნი იყო, ბევ­რი დიპ­ლო­მი ჰქონ­და, არ არ­სე­ბობ­და წიგ­ნი, წა­კი­თხუ­ლი არ ჰქო­ნო­და. ნეტა ყვე­ლა სა­სუ­ლი­ე­რო პირი ასე­თი მცოდ­ნე იყოს. სამ­წუ­ხა­როდ, ასე­თი გა­ნათ­ლე­ბუ­ლი არა­ვინ მი­ნა­ხავს. სხვა­თა შო­რის, მამა გაბ­რი­ე­ლი იყო, რენტგე­ნი­ვით ხე­დავ­და ყვე­ლა­ფერს. მამა ნი­კო­ლო­ზი იხ­სე­ნებ­და, ერთხელ კვან­ტუ­რი ფი­ზი­კის რა­ღაც ტომს ვკი­თხუ­ლობ­დი და გა­ვი­ფიქ­რე, და­ვი­ჯე­რო, ახლა მამა გაბ­რი­ელ­მა ეს იცი­სო? მას­თან რომ მი­ვე­დი, ზუს­ტად იმა­ზე და­მი­წყო ლა­პა­რა­კი, იქ რაც წა­ვი­კი­თხეო, არა და, ადა­მი­ანს 6 კლა­სის გა­ნათ­ლე­ბა ჰქონ­და, გა­ვოგნ­დი, ისე­თი რა­ღა­ცე­ბი იცო­დაო, - მიყ­ვე­ბო­და.

რომ ამ­ბო­ბენ, პატ­რი­არ­ქმა შე­უ­წყვი­ტა მღვდელმსა­ხუ­რე­ბა და არ აღუდ­გი­ნა მღვდლო­ბაო, არაა სი­მარ­თლე, მამა ნი­კო­ლოზ­მა თვი­თონ აირ­ჩია ეს გზა. ბევ­რმა არ იცის და სა­ინ­ტე­რე­სო თე­მაა: 1994 წე­ლია, მამა ნი­კო­ლოზ­მა შიმ­ში­ლო­ბა და­ი­წყო, 12 დღის ნა­შიმ­ში­ლა­რი იყო სვე­ტი­ცხო­ველ­ში. ბერი როცა შიმ­ში­ლო­ბას იწყებს, ცხა­დია, პატ­რი­არ­ქს გა­ა­გე­ბი­ნეს. პატ­რი­არ­ქი ჩა­მო­ვი­და მცხე­თა­ში, თა­ვი­სი ხე­ლით გა­უ­ხე­ხა სტა­ფი­ლო და მი­ა­წო­და მა­მა­ოს. არაო, ხელი გა­ა­წე­ვი­ნა ბერ­მა და უთხრა - უწ­მინ­დე­სო, მამა გაბ­რი­ე­ლის კურ­თხე­ვით ვშიმ­ში­ლობ, მან მი­თხრას და მა­შინ გა­ვახ­სნი­ლე­ბო. მერე და­მი­რე­კეს და მი­თხრეს, მამა ნი­კო­ლო­ზი პატ­რი­არ­ქს ეურ­ჩე­ბა და ერთი ამ­ბა­ვი­აო. გავ­ვარ­დი მცხე­თას, მამა ნი­კო­ლოზ­თან როცა შე­ვე­დი, იქ 2 მო­ნა­ზო­ნი იყო და მა­მა­ოს ვე­უბ­ნე­ბი, რა­ტომ ეურ­ჩე­ბით პატ­რი­არ­ქს, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა, იქ­ნებ გა­ახ­სნი­ლოთ-მეთ­ქი. მამა გაბ­რი­ელ­მა მი­თხრას და გა­ვახ­სნი­ლე­ბო. გაბ­რა­ზე­ბულ გულ­ზე ავე­დი მამა გაბ­რი­ელ­თან, უშ­ვე­ლეთ, შიმ­ში­ლო­ბა და­ი­წყო, პატ­რი­არ­ქს ეურ­ჩა-მეთ­ქი. მან კი მი­თხრა, - მალ­ხაზ, მე ვა­კურ­თხე, რომ ეშიმ­ში­ლა, მაგ­რამ რად­გან იერ­არ­ქი ჩა­ე­რია, ამი­ტომ აუ­ცი­ლებ­ლად გა­ახ­სნი­ლო­სო. ბერს გა­და­ვე­ცი მამა გაბ­რი­ე­ლის ნათ­ქვა­მი და მო­მი­გო, არა, თვი­თონ მი­თხრა­სო.

მე­უ­ფე და­ნი­ელ­მა, რო­მე­ლიც მამა გაბ­რი­ელს ძა­ლი­ან უყ­ვარ­და, მი­იყ­ვა­ნა ნი­კო­ლო­ზი მამა გაბ­რი­ელ­თან და სთხო­ვა, უთხა­რიო, მან კი პატ­რი­არ­ქის კურ­თხე­ვის დარ­ღვე­ვა არ შე­იძ­ლე­ბაო, პუ­რის ნა­ტე­ხი მის­ცა და გა­ახ­სნი­ლე­ბი­ნა. მერე რო­გორც გა­ვი­გე, მამა გაბ­რი­ელ­მა კი არ აკურ­თხა, მის­გან კი არ მო­დი­ო­და ინი­ცი­ა­ტი­ვა, მამა ნი­კო­ლოზ­მა გა­მო­ი­თხო­ვა კურ­თხე­ვა და გაბ­რი­ელ­მა ამი­ტომ აკურ­თხა (მამა ნი­კო­ლოზ­მა თა­ვად მი­თხრა).

ამას­თა­ნა­ვე, პატ­რი­არ­ქმა მა­შინ­ვე კი არ და­ა­ყე­ნა მის­თვის მღვდლო­ბის ჩა­მორ­თმე­ვის სა­კი­თხი (მა­ნამ­დე მეც ასე მე­გო­ნა), სი­ნამ­დვი­ლე­ში ასე ყო­ფი­ლა: გა­ვი­და რამ­დე­ნი­მე დღე, უწ­მინ­დე­სი ურე­კავს არ­ქი­მან­დრიტ იო­სებ კიკ­ვა­ძეს (ახლა ეპის­კო­პო­სია), სვე­ტი­ცხოვ­ლის წი­ნამ­ძღვარს (მის დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­ში იყო სვე­ტი­ცხო­ვე­ლი) და ეუბ­ნე­ბა, მამა ნი­კო­ლო­ზი თუ ატა­რებს წირ­ვა-ლოც­ვებ­სო. არაო, - უთ­ქვამს არ­ქი­მან­დრიტს. მღვდელმსა­ხუ­რე­ბას თუ არ ეწე­ვა, მა­შინ და­დოს ჯვა­რიო. თა­ვად მე­უ­ფე იო­სებ­მა მო­მიყ­ვა, მამა ნი­კო­ლოზ­თან მი­ვე­დი და ვუ­თხა­რი, შენ მღვდლო­ბას აპი­რებ, წირ­ვე­ბი რომ ჩა­ა­ტა­რო-მეთ­ქი? მი­პა­სუ­ხა - არაო. მა­შინ თუ არ აპი­რებ, პატ­რი­არ­ქმა შე­მოთ­ვა­ლა, ჯვა­რი და­დო­სო. არც შე­მე­წი­ნა­აღ­მდე­გა და მა­შინ­ვე თვი­თონ და­მი­დო ჯვა­რიო, - მი­თხრა მე­უ­ფემ. ასე რომ, ეს პატ­რი­არ­ქს კი არ გა­უ­კე­თე­ბია, თვი­თონ გა­და­წყვი­ტა ასე - მღვდელმსა­ხუ­რე­ბა­ზე უარი თქვა.

მამა ნი­კო­ლოზს როცა ვუ­თხა­რი, რო­გორ მოხ­და ეს ყვე­ლა­ფე­რი-თქო, მი­თხრა, მალ­ხაზ, მე პირ­და­პირ მღვდე­ლი გავ­ხდი, არ შე­იძ­ლე­ბო­და, რა­ღაც გზა ხომ უნდა გა­მევ­ლო და მრცხვე­ნო­და, სუფ­თა უნდა იყო, მამა გაბ­რი­ელ­მაც ეგ მი­თხრა, ჯერ ის გზა გა­ი­ა­რე, რაც მე გა­ვი­ა­რე, კარ­და­კარ იარე, ასე უცებ მღვდე­ლი რომ გახ­დი, ეს დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა­აო. მა­ნაც ეს გზა გა­ი­ა­რაო... 

მერე გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, თით­ქოს მამა ნი­კო­ლოზს პატ­რი­არ­ქი ებ­რძვის, გა­და­ა­ყე­ნა და ა.შ. არა­და, ბერ­მა თვი­თონ აირ­ჩია ეს გზა. რა­ღაც დრო­ის შემ­დეგ, მამა ნი­კო­ლოზ­მა სამი ადა­მი­ა­ნი გაგ­ვაგ­ზავ­ნა პატ­რი­არ­ქთან, გა­არ­კვი­ეთ, რას იტყვის ჩემ­თვის მღვდლო­ბის დაბ­რუ­ნე­ბა­ზეო. როცა მი­ვე­დით, პატ­რი­არ­ქს ძა­ლი­ან გა­უ­ხარ­და და თქვა, ამა­ზე ძა­ლი­ან რა გა­მი­ხარ­დე­ბო­და, მხო­ლოდ, მო­ნას­ტრის გამ­გე­ო­ბა მე­უ­ფე თე­ო­დორ ჭუ­ა­ძეს ეხე­ბა და მას უთხა­რით, მა­შინ მამა ნი­კო­ლო­ზი თვი­თონ უნდა მო­ვი­დე­სო. ჩა­მო­ვე­დი, მამა ნი­კო­ლოზს ვუ­თხა­რი, პატ­რი­არ­ქი თა­ნახ­მაა თქვენ­თვის მღვდლო­ბის დაბ­რუ­ნე­ბა­ზე-თქო, ძა­ლი­ან გა­უ­ხარ­და, ხე­ლე­ბი მაღ­ლა ას­წია, მად­ლო­ბა, გა­ი­ხა­რე, მა­გა­რი­აო და აწი, მე ვი­ტყვი, რო­დის მი­ვა­ლო... 

ასე რომ, ტყუ­ი­ლია, რომ პატ­რი­არ­ქს და მამა ნი­კო­ლოზს და­პი­რის­პი­რე­ბა ჰქონ­დათ. შიგ­ნით სულ სხვა რა­ღაც იყო, გა­რეთ კი სხვა ამ­ბე­ბი გა­მო­ვი­და", - განუცხადა "ამბებს" მალხაზ ჯინორიამ.

წყარო: ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×