
მომავალი ზაფხული ევროპისთვის რთული იქნება ომის შედეგად გამოწვეული საწვავის დეფიციტისა და ჰორმუზის სრუტის დახურვის გამო, განაცხადა ევროკავშირის ენერგეტიკის კომისარმა, დენ იორგენსენმა, - წერს „როიტერი“.
იორგენსენმა მადრიდში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ევროკავშირი ამზადებს ზომებს, საავიაციო საწვავის მარაგებზე ომის ზემოქმედების შესამცირებლად.
„საჭიროების შემთხვევაში, ჩვენ შეგვიძლია გადავანაწილოთ და გავუზიაროთ ერთმანეთს ჩვენს ხელთ არსებული საავიაციო საწვავის რესურსები“, - თქვა იორგენსენმა.
ცნობისთვის, ევროპულმა ავიაკომპანიებმა, ირანთან ომის შედეგად საავიაციო საწვავის რამდენიმეკვირიანი დეფიციტის შესახებ განაცხადეს. ევროპაში საავიაციო საწვავის მარაგის დაახლოებით 75%, სწორედ ახლო აღმოსავლეთიდან მოდის.