რეზონანსი
20.04.2026

მათი საქციელი სამარცხვინოა, ჩემთვის წარმოუდგენელია როგორ შეიძლებოდა გეზიზღებოდეს საკუთარი ქვეყანა, ასეთ შედეგს აღწევდნენ შენი სპორტსმენები და მილოცვის მაგივრად უხეშად მოიხსენიებდე, - განუცხადა „ქრონიკას“ „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე ვარლამ ლიპარტელიანმა სპორტსმენების შეურაცხყოფასთან დაკავშირებით.

ლიპარტელიანის თქმით, ეს აჩვენებს მათ სახეს, თუ რა დონის ფსკერზე არიან დაცემულები.

„პირველ რიგში, ყველა მედალოსანს მივულოცავდი ისტორიულ გამარჯვებას ჩვენს ქვეყანაში ევროპის ჩემპიონატზე. უპრეცედენტო რაოდენობის ოქროს მედლები ავიღეთ.

რაც შეეხება რადიკალი ოპოზიციონერების განცხადებას, ვფიქრობ მათი საქციელი სამარცხვინოა გამომდინარე იქიდან, რომ ჩემთვის წარმოუდგენელია როგორ შეიძლებოდა გეზიზღებოდეს საკუთარი ქვეყანა, საკუთარი ქვეყნის წარმატება, ასეთი რანგის ტურნირზე ასეთ შედეგს აღწევდნენ შენი სპორტსმენები და მილოცვის მაგივრად უხეშად მოიხსენიებდე, უწმაწურ სიტყვებს იყენებდა მათ წინააღმდეგ. ეს არის ყოვლად წარმოუდგენელი. ვფიქრობ, ეს მხოლოდ და მხოლოდ მათ აყენებს ზიანს. რეალურად, აჩვენებს მათ სახეს, თუ რა დონის ფსკერზე არიან დაცემულები“, - აღნიშნა მან.

ოპოზიციის პროპაგანდისტმა დავით ნებიერიძემ სპორტსმენები სხვადასხვა შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენია.

„თქვენი წარმატება მხოლოდ სპორტის ფარგლებში რჩება და საზოგადოებაში ლაჩრები და მედროვეები ხართ. პირში გაჩრილი ოქროს მედლებით და ფულით ჯიბე გამოვსებული კაცუნები ხართ“, - წერს დავით ნებიერიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×