რეზონანსი
20.04.2026

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ დიუშენის სამკურნალო პრეპარატის, რომლის საქართველოში შემოტანასაც აღნიშნული სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები ითხოვენ, ეფექტიანობასა და უსაფრთხოებაზე, თავად მწარმოებელი კომპანია ვერ იღებს პასუხისმგებლობას.

ამის შესახებ მან აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნასთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის თანახმადაც, მედიკამენტს ე.წ. შავი ჩარჩოს გაფრთხილება მიენიჭა.

„გულწრფელად გეტყვით, დარგის სპეციალისტი არ ვარ, თუმცა, რადგან თემა მწვავე იყო, მეც მოვიძიე ინფორმაცია, თუ რა ვითარება იყო აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, გადაამოწმოს, რომ კომპანია, რომელიც აღნიშნულ პრეპარატს აწარმოებს, თავად ვერ იღებს პასუხისმგებლობას მასზე.

ყველანაირ პოლიტიკას დავანებოთ თავი, ადამიანურად ვსვამ ძალიან მარტივ შეკითხვას: სწორად მიგაჩნიათ, სახელმწიფომ მიიღოს გადაწყვეტილება და ამ ოჯახებისთვის, ბავშვებისთვის შეიძინოს ისეთი პრეპარატი, რომელზეც თავად მწარმოებელი ვერ იღებს პასუხისმგებლობას?“, - განაცხადა კახა კალაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×