
ბულგარეთში ბოლო ხუთ წელში მერვე არჩევნები ჩატარდა, რომელშიც ყველაზე პრორუსულმა და ევროსკეპტიკოსმა კანდიდატმა დიდი სხვაობით გაიმარჯვა - წერს პოლიტიკის ექსპერტი ზაზა დობორჯგინიძე სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, ეს კარგი მაგალითია, თუ რატომ არ ნიშნავს ევროკავშირი ავტომატურად განვითარებას და რუსული გავლენებისგან თავისუფლებას და რამდენად აცდენილია რეალობას ის მიდგომა, რომელიც პანაცეად წარმოაჩენს წევრობას.
“ბულგარეთში ბოლო ხუთ წელში მერვე არჩევნები ჩატარდა, რომელშიც ყველაზე პრორუსულმა და ევროსკეპტიკოსმა კანდიდატმა დიდი სხვაობით გაიმარჯვა.
ევროკავშირში გაწევრიანებამ ბულგარეთს თავიდან მოუტანა ხანმოკლე პროგრესი, თუმცა მას შემდეგ ერთი ნაბიჯიც ვერ გადადგა წინ დარჩა კორუმპირებული და ღარიბ ქვეყანად მუდმივი პოლიტიკური არასტაბილურობით.
კარგი მაგალითია, თუ რატომ არ ნიშნავს ევროკავშირი ავტომატურად განვითარებას და რუსული გავლენებისგან თავისუფლებას და რამდენად აცდენილია რეალობას ის მიდგომა, რომელიც პანაცეად წარმოაჩენს წევრობას.” - წერს დობორჯგინიძე.