რეზონანსი
20.04.2026

ბულგარეთის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, რუმენ რადევის პარტიამ გაიმარჯვა. წინასწარი მონაცემებით, პარტიამ "პროგრესული ბულგარეთი" ხმების თითქმის 45 პროცენტი მოაგროვა, რითაც კონკურენტებს მნიშვნელოვნად გაუსწრო.

მეორე ადგილზე გასულ ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბოიკო ბორისოვის პარტიას მხოლოდ 13 პროცენტი აქვს. საბოლოო მონაცემები დღის ბოლოს გახდება ცნობილი.

რადევს პრაგმატულ, პრორუსულ ლიდერად მიიჩნევენ. ის ღიად აკრიტიკებს კრემლის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს და ეწინააღმდეგება უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×