
ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, The Trump Organization საქართველოში. ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად "Trump Tower Tbilisi"-ის პროექტს განახორციელებს. ეს იქნება 70-სართულიანი მულტიფუნქციური ცათამბჯენი, რომელიც ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მაღალი ნაგებობის სტატუსს დაიკავებს.
პროექტის განხორციელებაში ჩართულნი არიან თბილისის წამყვანი დეველოპერები, "არქი ჯგუფი", "ბიოგრაფი ლივინგი" და "ბლოქსი", რომლებიც ქართულ სამშენებლო ბაზარზე ინოვაციური მიდგომებითა და პრემიუმ კლასის პროექტებით გამოირჩევიან.
სამომავლო გეგმების თანახმად, Trump Tower Tbilisi მოიცავს როგორც მაღალი კლასის საცხოვრებელ რეზიდენციებს, ასევე სასტუმრო ფართებსა და კომერციულ ზონებს.
ცათამბჯენის ლოკაციად თბილისის ცენტრალური პარკის მიმდებარე ტერიტორია მოიაზრება, რაც მის სტრატეგიულ და კომერციულ მიმზიდველობას კიდევ უფრო ზრდის.
აღსანიშნავია, რომ დონალდ ტრამპის ორგანიზაციასთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანი სიგნალია საერთაშორისო ბიზნეს წრეებისთვის, რაც საქართველოს საინვესტიციო გარემოს სტაბილურობასა და პოტენციალზე მიუთითებს.
"ბლოქსის", "არქი ჯგუფისა" და "ბიოგრაფი ლივინგის" გამოცდილება, The Trump Organization-ის გლობალურ ცნობადობასთან ერთად, საფუძველს უქმნის პროექტს, რომელიც არა მხოლოდ თბილისის, არამედ მთელი რეგიონის სავიზიტო ბარათი გახდება.