რეზონანსი
19.04.2026

17 წლის ანი წი­ქა­რიშ­ვილი, ნორჩი ჩო­ხო­სანი ბავ­შვთა ცეკ­ვე­ბის ფეს­ტი­ვალ­ზე შე­უძ­ლოდ გახ­და და გარ­და­იც­ვა­ლა. მი­ზე­ზი გუ­ლის გა­ჩე­რე­ბა გახ­და... ტრა­გე­დია 2024 წელს მოხ­და - ბაღ­დათ­ში. 

გო­გო­ნას დედა შო­რე­ნა ნო­ზა­ძე იხ­სე­ნებს, რომ ანა თურ­მე ოქ­როს და­ბა­დე­ბის დღის აღ­ნიშ­ვნა­ზე ოც­ნე­ბობ­და: "ერთხელ მი­თხრა, გრან­დი­ო­ზუ­ლი და­ბა­დე­ბის დღე გა­და­მი­ხა­დეო... მე ახლა აღა­რაფ­რის თავი მაქვს, მაგ­რამ მისი სა­ო­ცა­რი ქო­რე­ოგ­რა­ფის ინი­ცი­ა­ტი­ვით ანას სა­ხელ­ზე ტარ­დე­ბა კონ­ცერ­ტი, შემ­დეგ სა­საფ­ლა­ო­ზე გა­ვალთ და ამის მერე იქ­ნე­ბა დიდი სუფ­რა. მე 10 წუ­თით მა­ინც მი­ვალ... თავ­მდა­ბა­ლი იყო ჩემი გოგო და ყვე­ლა­ფერ­ში ნი­ჭი­ე­რი. ერთი სა­ა­თიც კი ვერ ძლებ­და და ვერც მე ვძლებ­დი უი­მი­სოდ... რომ შევ­ხე­დავ­დი, მა­შინ­ვე უსი­ტყვოდ ეს­მო­და ჩემი. გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან, და­ახ­ლო­ე­ბით ერთ თვე­ში და­მე­სიზ­მრა და მი­საყ­ვე­დუ­რა, - შენ მოგ­წონს ასე­თი შენი თავი. მე აქ, ბედ­ნი­ე­რი ვარ და ჩემ­ზე ნუ ტი­რი­თო... თით­ქოს გა­მი­ცო­ცხლდა იმ წუ­თას და მო­მეშ­ვა შე­და­რე­ბით.

ტრა­გე­დი­ის წინა სა­ღა­მო მი­თხრა - კობა მას­წავ­ლე­ბელ­მა მი­მიწ­ვია კონ­ცერ­ტზე, რო­მე­ლიც ბაღ­დად­ში ტარ­დე­ბა და იქ­ნებ გა­მიშ­ვაო. ისე­თი ბედ­ნი­ე­რი იყო რა გი­თხრათ, ბრწყი­ნავ­და სი­ხა­რუ­ლი­სა­გან... გა­სა­ო­ცა­რი ისაა, არა­ფე­რი მიგ­რძნია გულ­ში... თურ­მე მთე­ლი გზა, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად გა­მო­ხა­ტავ­და სი­ხა­რულს, სულ ცეკ­ვავ­და, მღე­რო­და... მე­გობ­რე­ბი­სათ­ვის უთ­ქვამს, - პირ­ვე­ლად ვარ, მა­ყუ­რებ­ლის ამ­პლუ­ა­ში და ნე­ტა­ვი რო­გო­რი შეგ­რძნე­ბა­აო... რომ ჩა­ვიდ­ნენ, ესეც მი­ეხ­მა­რა თა­ვის მე­გობ­რებს გა­მოს­ვლა­ში, მომ­ზა­დე­ბა­ში. იქ იყო სა­დაც იც­ვლიდ­ნენ გო­გო­ე­ბი, დაჯ­და თურ­მე და თქვა - ვა­ი­მე ცუ­დად ვარო და გა­თავ­და... მხო­ლოდ ამ სი­ტყვე­ბის თქმა მო­ას­წრო ჩემ­მა შვილ­მა და დამ­თავ­რდა..."

გია წი­ქა­რიშ­ვი­ლი, მამა: „ანამ­დე ცოტა ხნით ადრე, ჩემი ძმა - მე­რაბ წი­ქა­რიშ­ვი­ლი გარ­და­იც­ვა­ლა, რო­მე­ლიც პატ­რი­არ­ქის ჩო­ხოს­ნე­ბის გა­მორ­ჩე­უ­ლი წევ­რი იყო. ჩემი ანიც, ძა­ლი­ან ჰგავ­და ჩემს ძმას ხა­სი­ა­თით... ისე მოხ­და, რომ მე­რა­ბიც გუ­ლით გარ­და­მეც­ვა­ლა და მახ­სოვს, ერთი თვე, და­მამ­შვი­დებ­ლებ­ზე ვი­ჯე­ქი... და ანის ამ­ბა­ვი, რომ მოხ­და, მე თვი­თონ მიკ­ვირს, ისე ძლი­ე­რად შევ­ხვდი... აი, იმ მო­მენტს თუ გა­უ­ძე­ლი, იმ პირ­ველ დარ­ტყმას, მერე უკვე რა­ღა­ცას ებ­რძვი. გა­გე­ბის ამ­ბა­ვია ყვე­ლა­ზე სა­ში­ნე­ლე­ბა... დაგ­ვი­რე­კეს, ცუ­დად არი­სო და თურ­მე ბავ­შვი აღა­რაა... რომ თქვა ცუ­დად ვარო, იქვე დამ­თავ­რე­ბუ­ლა ყვე­ლა­ფე­რი...

ამასწი­ნებ­ზე, პოეტ ტა­რი­ელ ხარ­ხე­ლა­ურს ვუს­მენ­დი, იხ­სე­ნებ­და შვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ პატ­რი­არ­ქმა რომ უთხრა: "შენ ხარ შვი­ლი და ის არის, მამა... შენ იმის გა­სა­კე­თე­ბე­ლი ისე უნდა გა­ა­კე­თო, რომ მას გა­უ­ხარ­დეს“.

ამ სი­ტყვე­ბის მოს­მე­ნამ ჩემ­ზე ძა­ლი­ან იმოქ­მე­და და ახლა როცა რა­ი­მეს ვა­კე­თებ, სულ იმას ვფიქ­რობ, - აი, ახლა ანი რომ მი­ყუ­რებ­დეს, ჩემი ეს საქ­ცი­ე­ლი მო­ე­წო­ნე­ბო­და? აი, ამ პრინ­ცი­პით ვცხოვ­რობ ანის შემ­დეგ. ჩემი ერ­თა­დერ­თი სურ­ვი­ლია, როცა აქე­დან გა­ვალ, ზუს­ტად იმ ღი­მი­ლი­ან გო­გოს შევ­ხვდე, რო­გო­რიც აქ მყავ­და.

მქო­ნია სა­სო­წარ­კვე­თი­ლე­ბის მო­მენ­ტე­ბიც... მაგ­რამ მერე ამ ჩემს მე­ო­რე შვილს - ანის ძმას რომ შევ­ხე­დავ, ეს მე­ცო­დე­ბა. ამა­საც ხომ სჭირ­დე­ბა ყუ­რა­დღე­ბა?

არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი სა­მე­გობ­რო ჰყავს ჩემს შვილს, დღე არ გავა რომ არ მოგ­ვი­კი­თხონ... ყვე­ლა მინ­და მად­ლო­ბა ვუ­თხრა ჩემი ან­გე­ლო­ზი გო­გოს და­ფა­სე­ბი­სათ­ვის, სიყ­ვა­რუ­ლი­სათ­ვის... მის სა­ო­ცარ მას­წავ­ლებ­ლებს და პე­და­გო­გებს... რომ არა ეს ადა­მი­ა­ნე­ბი, ჩვენ ამ ყვე­ლა­ფერს ვერც გა­და­ვი­ტან­დით..."

წყარო: ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×