
მსახიობი რუსკა მაყაშვილი ადასტურებს, რომ მას შემდეგ, რაც მეუღლეს დაშორდა, მათ შესახებ გიჟური ჭორები ვრცელდება.
მსახიობის თქმით, მისთვის ყველაზე მტკივნეულია ის, რომ ამას ძირითადად ქალები აკეთებენ იმის ნაცვლად, რომ ქალური სოლიდარობა გამოიჩინონ:
„რაც მე და ჩემი მეუღლე გავშორდით, ისეთი სიგიჟე ჭორები ტრიალებს ირგვლივ, რომ მართლა ვეღარ ვეწევით ვერავინ იმდენ სისულელეს ლაპარაკობენ. პირდაპირ შეუძლიათ მომწერონ, მკითხონ და გავცემ პასუხს, რადგან არ დამთავრდა ეს თემა, ამ თემის ირგვლივ ვტრიალებ უკვე წელიწად-ნახევარია და ვინ არ გაშორებია?
ყველაზე საწყენი ის არის, რომ ამ ყველაფერს ქალები აკეთებენ, მიუხედავად იმისა, რომ ქალური სოლიდარობა არსებობს, რომ გვერდში დაგიდგეს, ქალების წრეში განიხილება, ყველა თავისას ამატებს და მერე ეს ინფორმაცია ჩემამდე მოდის" - აღნიშნა მსახიობმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე