რეზონანსი
17.04.2026

თბილისის საქალაქო სასამართლომ მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულ თეკლა გერსამიას 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო ნაჭყებიამ ნაფიცი მსაჯულების ვერდიქტის საფუძველზე გამოაცხადა. 12-ვე მსაჯულმა ბრალდებული ერთხმად ცნო დამნაშავედ ოჯახის

წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობაში.

ჟურნალისტი, ნანუკა ჟორჟოლიანი, რომელმაც მოკლულის დედასთან, ინგა ესართიასთან ჩაწერა ინტერვიუ სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს:

„გადაცემაში მყავდა გოგო უფრო, ვიდრე ქალი. 41 წლის გოგო, რომელსაც შვილი მოუკლა „ტიკტოკერმა“ გოგომ. ეს ბიჭი სამეგრელოში დაიბადა და გაიზარდა, წარმოიდგინეთ რამდენი ტრადიციის გათვალისწინება უწევდა. იქ მნიშვნელოვანია, რას ფიქრობენ ნათესავები, ახლობლები, ოჯახი. მიუხედავად ამისა, ამ სტიგმებით სავსე ქვეყანაში მოახერხა, შვილიანი გოგოს ცოლად მოყვანა. ამბავი როგორ დასრულდა? 

მოდი გულწრფელად ვთქვათ, რომ ერთხელ მაინც გაგვიფიქრებია დედის ვერსიით, მკვლელობის დღეს ლუკამ, სავარაუდოდ, ნახა ერთ-ერთი სასიყვარულო შეტყობინება ან შეიტყო დაქალის საქმროსთან ურთიერთობის შესახებ. ყველას, რომ ეს ბიჭი ხომ არ ძალადობდა ამ გოგოზე? და ხომ არ იყო ეს ყველაფერი თავდაცვა?

თუმცა როცა იგებ, რომ არანაირი წინაპირობა ძალადობის არ იყო, ფიქრობ, რომ ამ დროს ამ გოგოს გულშემატკივარი თუ ჰყავს. მესმის, რომ დედისთვის რთულია საკუთარ შვილზე უარის თქმა, განსაკუთრებით პატიმარ შვილზე უარის თქმა, მაგრამ მაინც ეს კითხვა მქონდა – ამ გოგოს გულშემატკივარი თუ ჰყავს, იმ ყველაფრის გათვალისწინებით რაც მოხდა“, – აცხადებს ნანუკა ჟორჟოლიანი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×