რეზონანსი
16.04.2026

 საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარისთვის, სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა ის წითელი ხაზია, რომლის გადაკვეთის საშუალებასაც ხელისუფლება დღეს არავის მისცემს. შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ საქართველოს სუვერენიტეტის ხელყოფის მცდელობა წარსულში სწორედ გარე აქტორების დახმარებით და მითითებით ხდებოდა. შალვა პაპუაშვილი დარწმუნებულია, რომ არაერთი ჩავარდნილი რევოლუციური სცენარის მიუხედავად, საქართველოში დესტაბილიზაციის მოწყობით უცხო აქტორები დღესაც დაინტერესებული არიან. საუბარია იგორ ბლაჟევიჩზე, რომელიც ქრონიკის ინფორმაციით ოპოზიციას მორიგი რევოლუციური სცენარის მომზადებაში ეხმარება.

"ქრონიკის" ინფორმაციით, არეულობის სცენარის ავტორი და უცხოელი აქტორი იგორ ბლაჟევიჩი ოპოზიციის მხარდამჭერი და ხელისუფლების კრიტიკოსია. მის სოციალურ ქსელშიც არაერთი ფოტო თუ "ფეისბუკ" სტატუსი იძებნება, რომლითაც დასტურდება რომ პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის ერთ ერთი ლიდერი დაინტერესებულია საქართველოში მიმდინარე პროცესებით, მათ შორის მხარს უჭერს საპროტესტო აქციებს.

საჯაროა გასულ წელს ჩატარებული ღონისძიების ფოტოებიც რომელშიც ბლაჟევიჩთან ერთად თინა ხიდაშელი, გია ნოდია და საბა ბრაჭველი მონაწილეობდნენ. ქრონიკის ინფორმაციით ბლაჟევიჩს ოპოზიციისთვის ტრენინგი წარსულშიც არაერთხელ ჩაუტარებია, ბოლოს კი ამ შინაარსის შეხვედრა რამდენიმე დღის წინ გაიმართა. რომელსაც ხელისუფლები ოპონენტებთან ერთად, ფარის დამფუძნებელი დავით გუნაშვილი ესწრებოდა, ინფორმაციის გადამოწმება მასთანაც ვცადეთ, თუმცა "კურიერის" სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. შეკითხვა პასუხის გარეშე დატოვა გია ნოდიამაც

შეხვედრის ფაქტს და იგორ ბლაჟევიჩთან კავშირს უარყოფენ ოპოზიციაში.

ტრენინგები აქციებზე, რევოლუციურ სცენარები, გარე აქტორებისგან მითითები და დავალებები ოპოზიციას - მმართველი გუნდის თქმით, ეს ყველაფერი ახალი არ არის. "ქართული ოცნების" წევრებმა დღეს საპროტესტო გამოსვლების წინ ოპოზიციისა თუ აქტივისტებისთვის ჩატარებული ტრენინგები და არეულობის მოწყობის არაერთი მცდელობა გაიხსენეს. სახელისუფლებო პარტიიდან ოპონენტებს უთხრეს, რომ ნებისმიერი სცენარი, რომელიც დესტაბილიზაციის გზით ქვეყანაში პოლიტიკური რეალობის შეცვლას ემსახურება, მარცხისთვისაა განწირული.

იგორ ბლაჟევიჩის და ოპოზიციის ერთობლივ გეგმებთან დაკავშირებით, "ქრონიკის" ცნობით, ინფორმაცია უკვე აქვს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, მათ შორის უცხოელი კოლეგების მხრიდანაც და ამ საკითხზე უწყება სამართლებრივ რეაგირებასაც აწარმოებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×