
ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი მაიკლ ოფლაერტი 14-16 აპრილს საქართველოში 3-დღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა, რომლის ფარგლებშიც ხელისუფლების, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებსა და სახალხო დამცველს შეხვდა. ასვევ საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ, სოფელ ოძისს ეწვია, მოინახულა სოფელ წეროვანის დევნილთა დასახლება და ადგილზე გაეცნო ოკუპაციის შედეგად შექმნილ ვითარებას. ანალიტიკოსთა შეფასებით, შეხვედრებზე სავარაუდოდ განსახილველი საკითხების ნუსხა საკმაოდ ფართო იქნებოდა და გასცდებოდა ადამიანის უფლებებს.
ოფლაერტის პრემიერი ირაკლი კობახიძე 15 აპრილს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, საუბარი შეეხო საქართველოს მთავრობასა და საბჭოს შორის თანამშრომლობას და 2024-26 წლების ადამიანის უფლებების სამოქმედო გეგმის განხორციელებას. ასევე პრემიერის მხრიდან აღნიშნა, რომ „ქვეყანაში უზრუნველყოფილია მედიაპლურალიზმი, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება". ამავე ინფორმაციით, მხარეებმა ასევე ისაუბრეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ადამიანის უფლებების კუთხით რთულ მდგომარეობაზე.
ადამიანის უფლებების საკითხი განიხილა ევროპის საბჭოს კომისარმა 14 აპრილს შს მინისტრთან შეხვედრაზეც. უწყების თანახმად, გეკა გელაძემ მას გააცნო დეტალური ინფორმაცია როგორც სამინისტროს საქმიანობისა და პრიორიტეტული მიმართულებების თაობაზე, ასევე მიმდინარე და განხორციელებული რეფორმების შესახებ.
ფლაერტი გენერალურ პროკურორს შეხვდა, უწყების ცნობთ, გიორგი გვარაკიძემ კომისარს პროკურატურის საქმიანობასა და რეფორმებზედეტალური ინფორმაცია მიაწიდა. შეხვედრას ესწრებოდნენ გენპროკურორის მოადგილეები და პროკურატურის თანამშრომლები.
ევროკომისარს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილიც შეხვდა,მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის აქტუალური საკითხები, ასევე, ქვეყანაში მიმდინარე პროცესები და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით გადადგმული ნაბიჯები.
გარდა ამისა, ვიზიტის ფარგლებში, ადამიანის უფლებათა კომისარი ეწვია საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ოძისს და მოინახულა სოფელ წეროვნის დევნილთა დასახლება.
მანამდე, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.
რაც შეეხება სახალხო დამცველთან შეხვედრას, ლევან იოსელიანი ამბობს, რომ შეხვედრა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის გასული წლის ვიზიტის შემდგომ მოვლენების განვითარების შესწავლას ისახავდა მიზნად. ისაუბრეს, როგორც „ქვეყანაში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობაზე, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებისა და აქციების დროს დაკავებულთა მიმართ, არასათანადო მოპყრობის ფაქტებთან დაკავშირებით, საგამოძიებო მოქმედებების ხარვეზებზე", ისე „სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების თავისუფლად საქმიანობა და საგრანტო დაფინანსებასა" და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.
ვიზიტის მიზანი
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ სავარაუოდ საკითხების ნუსხა ადამიანის უფლებებს გასცდებოდა და შესაძლო პოლიტიკური თემებიც განიხილეს.
„იმის გათვალისწინებით, თუ ევროკომისარი რა ჯგუფებს შეხვდა, სავარაუდოდ საკითხების ნუსხა საკმაოდ ფართო იქნებოდა. თითქმის დარწმუნებული ვარ მხოლოდ ადამიანის უფლებებით არ შემოიფარგლებოდა, არამედ განხილული იქნებოდა პოლიტიკური თემებიც.
„დაკავებულების გათავისუფლებას რაც შეეხება, ეს ერთის მხრივ წმინდა სამართლებრივი საკითხია, თუმცა, ჰუმანიტარული განზომილება აქვს.
„რამდენადაც ვიცი, ევროსტრუქტურებში მიიჩნევენ და ალბათ ბატონი ოფლაერტიც სავარაუდოდ ამ პოზიციაზეა, რომ ეს ხალხი უსამართლოდაა დაკავებული. მთავრობა ამ საკითხზე სხვა პოზიციაზე დგას. ეს იქნებოდა წამოჭრილი, მაგრამ რა კუთხით - ეს სხვა საკითხია. ოფლაერტის არანაირი უფლებამოსილება არ აქვს, რომ ჩვენს მართლსაჯულებაში ჩაერიოს და მათი გათავისუფლება ასე კატეგორიული ტონით მოსთხოვოს, მით უმეტეს, თუ იმ ფაქტებს და სამხილებს დაულაგებდნენ, რის გამოც ეს ხალხია დაპატიმრებული", - განაცხადა ანჯაფარიძემ.
- ზაალ ანჯაფარიძე: „ევროკომისარი ადამიანის უფლებების დარგში საკმაოდ მნიშვნელოვანი თანამდებობაა და ბუნებრივია მის აზრს ანგარიშს გაუწევენ".
აქვე აღსანიშნავია, რომ „გრანტების შესახებ კანონში" გამკაცრებული ცვლილებები, რაც „ქართულმა ოცნებამ" 2026 წლის თებერვლის დასაწყისში წარადგინა, პარლამენტმა მესამე მოსმენით 4 მარტს მიიღო, მაშინ კომისარი მაიკლ ოფლაერტი ამ და სხვა კანონებში ცვლილებებს გამოეხმაურადა განაცხადა, რომ „ეს შეთავაზებები შეუსაბამოა საქართველოს მიერ საერთაშორისო სამართლის ნაკისრ ვალდებულებებთან, უზრუნველყოს გაერთიანების თავისუფლების უფლება".
15 აპრილს კი პარლამენტმა მესამე მოსმენით დაჩქარებული წესით დაამტკიცა „გრანტების შესახებ" კანონში ცვლილებები. ანალიტიკოსმა ზაალ ანჯაფარიძემ ამ მოცემულობაზეც ისაუბრა:
„ეს საკითხიც (საკანონმდებლო ცვლილებები) აქტუალურად იდგა დღის წესრიგში ევროსტრუქტურების წინაშე, არაერთხელ იყო წამოწეული რეზოლუციებსა და განცხადებებში, შესაბამისად ესეც იქნებოდა განხილული, მაგრამ იმედია, რომ ბატონ ოფლაერტის ძალიან დეტალურად აუხსნიდნენ. თუ მოინდომა ამის სწორად გაგება და აღქმა, მაშინ, ჩემი აზრით, ეს კანონები სამოქალაქო საზოგადოებებს არავითარ სივრცეს არ უზღუდავს, შეუძლიათ უცხოური თანხები განუსაზღვრელი რაოდენობით მიიღონ ერთი მნიშვნელოვანი დათქმით - რომ ამის ხარჯვა ბოლომდე გამჭვირვალე უნდა გახადონ, ისე, როგორც ეს აშშ-ში ხდება.
„გრანტების შესახებ" კანონში ცვლილებებზე კი არაერთხელ ითქვა, შესწორება შევიდა იმისათვის, რომ საელჩოების მიერ მიღებული თნხები, რომლებიც არ უკავშირდება ენჯეოებისა და სხვა სუბიექტების დაფინანსებას, არ იყოს აღქმული, როგორც გრანტი, რომელიც მათი თავიანთი საჭიროებისთვის უნდათ. ეს არანაირად არ ეხება იმ ფულს, რომელსაც ადრე საელჩები გამოყოფდნენ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის, ეს ფული კვლავინდებურად ექვემდებარება სახელმწიფოს მონიტორინგს და მათი გაცემა ხელისუფლების ნებართვას მოითხოვს".
კითხვაზე, რამდენად განსაზღვრავს კომისარის მიერ აქედან წაღებული ინფორმაცია ევროსაბჭოსთან საქართველოს ხელისუფლების შემდგომ ურთერთობებს, ანჯაფარიძემ გვითხრა:
„ჯერჯერობით არ ვიცით რა ინფორმაციას წაიღებს ის. თუ ნეგატიურ ინფორმაციას წაიღებს, ეს დაემატება იმ ნეგატიურ ფინს, რაც ისედაც არის საქართველოს მიმართ და შეიძლება ვივარაუდოთ, რომ იმ უარყოფით განწყობებს ერთი წვეთიც დაემატება, რაც ევრობიუროკრატიაში არსებობს საქართველოსა და მისი ხელისუფლების მიმართ. მაგრამ თუ მოხდა ისე, რომ მან აქედან ობიექტური ინფორმაცია წაიღო, თუნდაც კრიტიკული, მაგრამ მაინც ობიექტური, რისიც მე დიდად არ მჯერა, მაშინ ეს ერთი პატარა წვლილი იქნება, რომ იქნებ ამ ურთიერთობებში რაღაც გადახედვა და პოზიციების ცვლილება მოხდეს. ევროკომისარი ადამიანის უფლებების დარგში საკმაოდ მნიშვნელოვანი თანამდებობაა და ბუნებრივია მის აზრს ანგარიშს გაუწევენ", - განაცხადა ანჯაფარიძემ.