რეზონანსი
16.04.2026

უსაშველო დეზინფორმატორების "არსენალში" ხშირად ჩნდება ისეთი ჩლუნგური ცნობები, რომ ივანიშვილმა "ხეები მოგლიჯა", სანაპირო ზოლი "მიიტაცა", გადაშენების პირას მყოფი ფრინველების ენდემური სახეობების აღდგენა-გამრავლება "რესტორნებისთვის სჭირდება", "ისინი დააპატიმრა" და ა.შ. - წერს ანალიტიკოსი, გია აბაშიძე.

მისივე თქმით, ასეთ ბოდვებში რომ არიან ტოტალურად ლუზერები, საკუთარ მხარდამჭერთა დეფიციტიც აჩვენებს - უთავმოყვარეო, უპრინციპო და ქოსატყუილა პოლიტიკანები არასდროს ფასობენ.

„მორიგ სიყალბეში, რომ ბიძინა ივანიშვილმა აბასთუმანში ცა გადაკეტა, სიახლე არაფერია, უნიჭო ნაცპროპაგანდისტების კრეტინობაა; მეცნიერებმა ობსერვატორიიდან დაკვირვებისთვის ითხოვეს საჰაერო ტრასის ჩაკეტვა.

თუმცა, უსაშველო დეზინფორმატორების "არსენალში" ხშირად ჩნდება ისეთი ჩლუნგური ცნობები, რომ ივანიშვილმა "ხეები მოგლიჯა", სანაპირო ზოლი "მიიტაცა", გადაშენების პირას მყოფი ფრინველების ენდემური სახეობების აღდგენა-გამრავლება "რესტორნებისთვის სჭირდება", "ისინი დააპატიმრა" და ა.შ.

ასეთ ბოდვებში რომ არიან ტოტალურად ლუზერები, საკუთარ მხარდამჭერთა დეფიციტიც აჩვენებს - უთავმოყვარეო, უპრინციპო და ქოსატყუილა პოლიტიკანები არასდროს ფასობენ.

აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია უნიკალურია იდეალური ბუნებრივი პირობებით, ისტორიული და მეცნიერულად მნიშვნელოვანი დაკვირვებებით (ვარსკვლავების ფიზიკა, მზის აქტივობა,

გალაქტიკების კვლევა). ობსერვატორია დღემდე მონაწილეობს საერთაშორისო კვლევებში.

ობსერვატორიის ძირითადი აღდგენა დასრულდა დაახლოებით 2019–2020 წლებში, როცა მთლიანად განახლდა აბასთუმნის კურორტიც“, - წერს აბაშიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×