
ამერიკის შეერთებულ შტატებში, ემიგრაციაში მცხოვრები თეონა დიდბერიძე, რომელიც სიმსივნესთან ბრძოლის შემდეგ, 4 აპრილს გარდაიცვალა, 14 აპრილს მშობლიურ ქუთაისში დაკრძალეს.
თეონა დიდბერიძე ბოლო 10 წლის განმავლობაში აშშ-ში ცხოვრობდა. თეონა 2 წლისა და 6 თვის განვალობაში სიმსივნეს ებრძოდა.
ეკატერინე მაწკეპლაძე გარდაცვლილი მეგობრის შესახებ „ფორტუნასთან“ საუბრობს და აღნიშნავს, რომ თეონას ადამიანობისა და მეგობრობის შესახებ ყველამ უნდა იცოდეს.
„იშვიათი, საუკუნეში ერთხელ რომ იბადება, ისეთი მეგობარი დავკარგეთ! ერთი დიდი ბედნიერება იყო მისი არსებობა!
ასეთ მძიმე სენს ებრძოდა და ჩვენ არ გვინახავს, ქიმიების დროს როგორ იტანჯებოდა, იკეტებოდა ის სამი დღე და მარტო გადიოდა ჯოჯოხეთს. გვიფრთხილდებოდა, არ გვიკარებდა, კიდევ აქეთ ნერვიულობდა – გაწუხებთო, ონკოლოგიური პაციენტი არ იცით რა მძიმე სანახავიაო. ბოლოს რომ აღარ შეეძლო, მხოლოდ მაშინ მიგვიკარა. დანარჩენი მხოლოდ ბედნიერ დღეებს გვიზიარებდა. ასე იტყოდა: ბნელი და ნათელი დღეები. ბნელ დღეებს მიიკეტავდა კარს, ნათელ დღეებს მეგობრებში სიყვარულს თესდა.
ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, მოუწია ჩემს გვერდით ყოფნა, გამოფენებზე და გადაღებებზე. ხუმრობდა, არსად არ ვჩნდებიო და კეკუნამ (ასე მეძახდა) ტელევიზიაშიც კი „გამომჭიმაო“. ის ისეთი გვყავდა, ნამდვილად ბევრმა უნდა შეიტყოს მისი ადამიანობის და მეგობრობის შესახებ!“ - განაცხადა ეკატერინე მაწკეპლაძემ.
წყარო: ფორტუნა
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე