რეზონანსი
15.04.2026

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანთან ომი დასასრულთან „ძალიან ახლოს არის“. 

„ვფიქრობ, რომ ის (ირანთან ომი) დასასრულთან ძალიან ახლოს არის. ვგულისხმობ იმას, რომ ჩემი აზრით, ის დასასრულს უახლოვდება“, - განაცხადა ტრამპმა.

თეთრი სახლის ლიდერმა აგრეთვე აღნიშნა, რომ ირანს აღსადგენად ორი ათეული წელი დასჭირდება.

„ვფიქრობ, ახლავე რომ გამოვიდეთ, მათ 20 წელი დასჭირდებათ, რათა ქვეყანა აღადგინონ. ხოლო ჩვენ ჯერ არ დაგვისრულებია. ვნახოთ, რა იქნება. ვფიქრობ, რომ მათ (ირანელებს) ძალიან სურთ გარიგების დადება“, - დასძინა ტრამპმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×