რეზონანსი
14.04.2026

უკანონო მიგრაცია გამოწვევაა მთელი მსოფლიოსთვის და ამ მხრივ გამონაკლისი არც ჩვენი ქვეყანაა, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ „მიგრაციის კანონში“ შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით.

მისი თქმით, მიგრაციის პროცესი ცოცხალი ორგანიზმია და საკანონმდებლო ბაზა მუდმივად მოითხოვს დარეგულირებას.

„ცოცხალი ორგანიზმივით არის, მუდმივი გამოწვევაა, ჩვენც მსოფლიოს ნაწილი ვართ და ასე რომ შენ ყოველთვის უნდა მოარგო კანონმდებლობა იმ გამოწვევებს და მოცემულობას, რაც დგას მსოფლიოში და დღეს გიდგას რეგიონში. დიდი გამოწვევაა მსოფლიოსთვის უკანონო მიგრაცია. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, როდესაც ვაინიცირებდით ამ ცვლილებებს, რომ აქ ჩვენ უნდა გავიაროთ ოქროს შუალედზე, რომ ერთი მხრივ მაქსიმალურად იყოს შეზღუდული ჩვენს ქვეყანაში უკანონო მიგრაცია, რომელიც ძალიან ბევრ მიმართულებას უქმნის პრობლემას ჩვენს ქვეყანაში, მათ შორის დასაქმების კუთხით. და ასევე, მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული იმ მიგრანტების უფლებები, რომლებიც აქ იმყოფებიან, მუშაობენ კანონიერად, განათლებას იღებენ კანონიერად.

რაც შეეხება ბოლო ცვლილებებს, რომელიც ამ პაკეტში შევა, ეს იქნება კონკრეტული მიმართულებით. მაგალითისთვის, იქ გაჩნდა საფეხურები - ჯანდაცვის სამინისტრო, იუსტიციის სამინისტრო, სადაც უნდა გაკეთდეს განაცხადები შრომითი მიგრაციის კუთხით“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×