
"აუტიზმის სალანძღავ სიტყვად გამოყენება არის უკიდურესად ამორალური პოლიტიკურადაც და ადამიანურადაც, მაგრამ გვარამიასგან მხრიდან ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც პოლიტიკოსი სისტემატურად იყენებს დისკრიმინაციის და სიძულვილის ენას", - ასე ეხმიანება ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას მიერ აუტიზმის შეურაცხმყოფელ კონტექსტში გამოყენებას.
იონათამიშვილის განცხადებით, ამის გამო გვარამიას საზოგადოებისგან პასუხი უნდა მოეთხოვოს.
"ყველა ვთანხმდებით, რომ აუტიზმი არ არის დიაგნოზი და თავის მართლებაში ის კიდევ უფრო შორს წავიდა და კიდევ უფრო დიდი შეურაცხყოფა მიაყენა, როგორც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებს და მათი ოჯახის წევრებს, ასევე - მთლიანად საზოგადოებას. რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვიკვირს ეს იმ ადამიანისგან, ვინც ერთ-ერთი ფუძემდებელია საზოგადოებრივი სიძულვილის საქართველოში, მაგრამ ჩვენ ვალდებული ვართ, ყოველ ასეთ შემთხვევაზე გვქონდეს რეაგირება და მას მკაცრი შეფასება მივცეთ", - აცხადებს რატი იონათამიშვილი.