რეზონანსი
14.04.2026

„არ შემიძლია არ გამოვეხმაურო ბატონი რობიკო სტურუას სპექტაკლს - „ვეფხისტყაოსანი“, რომლის პრემიერაც რუსთაველის სახელმწიფო თეატრში გაიმართა. გულწრფელად ვიტყვი - შთაბეჭდილების ქვეშ ვარ. მინდა მივულოცო არა მხოლოდ თეატრის შემოქმედებით ჯგუფს, არამედ მთლიანად ქართულ თეატრს კიდევ ერთი დიდი გამარჯვება“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ ბერიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

არჩილ ბერიძის განცხადებით, „ვეფხისტყაოსნის“ სპექტაკლი არის ქართული იდენტობის, სულისა და კულტურის მეხსიერების საოცარი აღდგენა.

„დღეს 14 აპრილია - ქართული ენის დღე. ქართული ენა არის ჩვენი სახელმწიფოებრიობის საფუძველი და ეროვნული ღირსების საზომი - ეს არის ღირებულება, რომელსაც დავიცავთ ყველგან და ყოველთვის, ყოველგვარი კომპრომისის გარეშე.

მანამ, სანამ პოლიტიკურ განცხადებაზე გადავალ, არ შემიძლია არ გამოვეხმაურო ბატონი რობიკო სტურუას სპექტაკლს - „ვეფხისტყაოსანი“, რომლის პრემიერაც რუსთაველის სახელმწიფო თეატრში გაიმართა.

გულწრფელად ვიტყვი - შთაბეჭდილების ქვეშ ვარ. მინდა მივულოცო არა მხოლოდ თეატრის შემოქმედებით ჯგუფს, არამედ მთლიანად ქართულ თეატრს კიდევ ერთი დიდი გამარჯვება.

ეს არ არის უბრალოდ სპექტაკლი - ეს არის ქართული იდენტობის, ქართული სულის, ჩვენი კულტურული მეხსიერების საოცარი აღდგენა და გააზრება სცენაზე.

დიდი შოთა რუსთაველის უკვდავი ქმნილების - „ვეფხისტყაოსნის“ ასეთი მასშტაბით და სიღრმით გაცოცხლება არის არა მხოლოდ ხელოვნების აქტი, არამედ ეროვნული თვითშეგნების კიდევ ერთი ძლიერი გამოხატულება.

ეს იყო დიდი დაბრუნება - არა მხოლოდ რუსთაველის თეატრის, არამედ მთლიანად ქართული თეატრის. მე ვიტყოდი, ეს არის ერთგვარი თავიდან დაბადება. მაესტრო რობიკო სტურუამ კიდევ ერთხელ შეძლო ის, რაც დიდ ხელოვანებს ძალუძთ - მან სცენაზე არა მხოლოდ კლასიკა დააბრუნა, არამედ ახალი სიცოცხლე შესძინა ქართულ თეატრს, წამოწია ახალგაზრდა თაობა და დაუტოვა მათ დიდი შემოქმედების გზა“, - განაცხადა არჩილ ბერიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×