რეზონანსი
14.04.2026

ირანმა აშშ-ს ურანის გამდიდრების 5 წლით შეჩერება შესთავაზა - ინფორმაციას გამოცემა "ნიუ იორკ თაიმსი" წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ცნობით, შაბათ-კვირას პაკისტანში გამართული მოლაპარაკებების დროს აშშ-ისა და ირანის დელეგაციებმა ურანის გამდიდრების საკითხი განიხილეს, თუმცა მხარეები შეთანხმების მიღწევისგან შორს არიან.

ორშაბათს ირანმა აშშ-ს ოფიციალური წინადადება გადასცა, რომელშიც ნათქვამია, რომ ის ურანის გამდიდრების შეჩერებას მხოლოდ 5 წლით დათანხმდება. ამერიკელმა მაღალჩინოსანმა გამოცემასთან საუბარში აღნიშნა, რომ ირანის წინადადებაზე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უარი განაცხადა.

მისი თქმით, ირანი მაღალგამდიდრებული ურანის ქვეყნიდან გატანის შესახებ აშშ-ის წინადადებას უარყოფს.

მანამდე, გამოცემა Axios-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-მა პაკისტანში გამართული მოლაპარაკებების დროს ირანს ურანის გამდიდრებაზე 20-წლიანი მორატორიუმი შესთავაზა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×