რეზონანსი
10.04.2026

აფხა­ზეთ­ში მომ­ხდარ­მა შემ­ზა­რავ­მა შემ­თხვე­ვამ, რო­მელ­საც 4 წლის გაბ­რი­ე­ლა ლა­ხი­ნა ემსხვერ­პლა, სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა გა­მო­იწ­ვია. გო­გო­ნა 7 აპ­რილს, მრავ­ლო­ბი­თი ტრავ­მე­ბით, თავ­და­პირ­ვე­ლად თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ცენ­ტრა­ლურ ჰოს­პი­ტალ­ში მი­იყ­ვა­ნეს, თუმ­ცა მისი მდგო­მა­რე­ო­ბის სიმ­ძი­მის გამო, მოგ­ვი­ა­ნე­ბით რეს­პუბ­ლი­კურ სა­ბავ­შვო სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. 8 აპ­რი­ლის დი­ლას ექი­მებ­მა ბავ­შვის სიკ­ვდი­ლი და­ა­ფიქ­სი­რეს. მომ­ხდარ­ზე გულ­რიფ­შის რა­ი­ო­ნის პრო­კუ­რა­ტუ­რამ შე­მოწ­მე­ბა და­ი­წყო.

თვითმხილ­ვე­ლე­ბი იხ­სე­ნე­ბენ იმ სა­ბე­დის­წე­რო ღა­მეს, რო­დე­საც ბავ­შვი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. ოჯა­ხის ერთ-ერთი მე­ზო­ბე­ლი ჰყვე­ბა, რომ და­ახ­ლო­ე­ბით 22:30 სა­ათ­ზე მის კარ­ზე ძლი­ე­რი ბრა­ხუ­ნი გა­ის­მა. ზღურ­ბლზე გაბ­რი­ე­ლას დე­ი­დის, კრის­ტი­ნას მე­უღ­ლე იდგა, რო­მელ­საც ხელ­ში სა­ბან­ში გახ­ვე­უ­ლი ბავ­შვი ეჭი­რა. კაცი ამ­ბობ­და, რომ ბავ­შვი ცუ­დად იყო და სა­ა­ვად­მყო­ფო­ში სას­წრა­ფო გა­დაყ­ვა­ნა სჭირ­დე­ბო­და.

მე­ზობ­ლის თქმით, ბავ­შვი სრუ­ლი­ად შიშ­ვე­ლი იყო, მხო­ლოდ პლედ­ში გახ­ვე­უ­ლი. მან­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ გო­გო­ნას სხე­ულ­ზე ძა­ლა­დო­ბის აშ­კა­რა კვა­ლი ეტყო­ბო­და, მათ შო­რის ხე­ლებ­ზე არ­სე­ბუ­ლი ნაჭ­დე­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც, სა­ვა­რა­უ­დოდ, თო­კით იყო მი­ყე­ნე­ბუ­ლი.

მე­ზობ­ლე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში გავ­რცე­ლე­ბულ კრი­ტი­კას პა­სუ­ხო­ბენ და აცხა­დე­ბენ, რომ ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია არ ჰქო­ნი­ათ. მათი თქმით, კრის­ტი­ნა (ბავ­შვის დე­ი­და) კონ­ტაქ­ტუ­რი ადა­მი­ა­ნი იყო და ბავ­შვე­ბი ყო­ველ­თვის მო­წეს­რი­გე­ბუ­ლე­ბი და მომ­ღი­მა­რე­ბი ჩან­დნენ. თუმ­ცა, იხ­სე­ნე­ბენ შემ­თხვე­ვას, რო­დე­საც ორი წლის წინ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი ოჯახ­ში მი­ვიდ­ნენ და ბავ­შვე­ბის წაყ­ვა­ნას აპი­რებ­დნენ ცოლ-ქმარს შო­რის არ­სე­ბუ­ლი კონ­ფლიქ­ტის გამო. ასე­ვე ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ კრის­ტი­ნას მე­უღ­ლე ნარ­კო­და­მო­კი­დე­ბუ­ლი იყო, რა­საც მე­ზობ­ლებ­თან ერ­თად იმ სკო­ლის დი­რექ­ტო­რიც ადას­ტუ­რებს, სა­დაც ეს კაცი ადრე სწავ­ლობ­და.

სო­ხუ­მის მე-6 სკო­ლის დი­რექ­ტო­რი, ლო­ლი­ტა კა­ცია, სა­დაც კრის­ტი­ნას უფ­რო­სი ვა­ჟე­ბი სწავ­ლობ­დნენ, აღ­ნიშ­ნავს, რომ მო­ზარ­დებ­ზე ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბის კვა­ლი არას­დროს შე­უმ­ჩნე­ვი­ათ. ბავ­შვე­ბი იყ­ვნენ კარ­გად ჩაც­მუ­ლე­ბი, ხოლო მა­მი­ნაც­ვა­ლი მათ სა­კუ­თა­რი შვი­ლე­ბი­ვით ეპყრო­ბო­და.

გაბ­რი­ე­ლას მე­ო­რე დე­ი­და, ვა­ლენ­ტი­ნა და ბე­ბია, გა­ლი­ნა, რომ­ლე­ბიც რუ­სეთ­ში ცხოვ­რო­ბენ, სულ სხვა რე­ა­ლო­ბა­ზე სა­უბ­რო­ბენ. მათი თქმით, გაბ­რი­ე­ლას ბი­ო­ლო­გი­ურ დე­დას, ელი­სა­ბედს, ძა­ლი­ან მძი­მე ცხოვ­რე­ბა ჰქონ­და. მას პირ­ვე­ლი ქმა­რი ალ­კოჰო­ლიზ­მის გამო და­შორ­და. გაბ­რი­ე­ლა ეყო­ლა კა­ცის­გან, რო­მელ­მაც ის ორ­სუ­ლო­ბი­სას მი­ა­ტო­ვა. ელი­სა­ბედ­მა ცოტა ხნის წინ კი­დევ ერთი შვი­ლი და­კარ­გა (მკვდა­რი და­ი­ბა­და). სო­ცი­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მე­ბის გამო, ელი­სა­ბედ­მა გაბ­რი­ე­ლა აფხა­ზეთ­ში დას­თან, კრის­ტი­ნას­თან გაგ­ზავ­ნა, რათა მას ცოტა ხნით მო­ევ­ლო ბავ­შვის­თვის. რუ­სეთ­ში მცხოვ­რე­ბი ნა­თე­სა­ვე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ ფო­ტო­ებ­ზე ბავ­შვს სის­ხლჩაქ­ცე­ვე­ბი შე­ამ­ჩნი­ეს და კრის­ტი­ნას სთხოვ­დნენ გაბ­რი­ე­ლას დაბ­რუ­ნე­ბას, რა­ზეც მან უა­რით უპა­სუ­ხა და ყვე­ლა ახ­ლო­ბე­ლი დაბ­ლო­კა, რათა სი­მარ­თლე არ გამ­ჟღავ­ნე­ბუ­ლი­ყო.

ბე­ბია, გა­ლი­ნა ლა­ხი­ნა, ამ­ტკი­ცებს, რომ ქმა­რი სის­ტე­მა­ტუ­რად სცემ­და, რო­გორც კრის­ტი­ნას, ისე გაბ­რი­ე­ლა­სა და უფ­როს ბი­ჭებს, თუმ­ცა სა­კუ­თარ ბი­ო­ლო­გი­ურ შვი­ლებს არ ეხე­ბო­და. მისი თქმით, კრის­ტი­ნას ხერ­ხემ­ლის მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბე­ბი აქვს ქმრის­გან მი­ყე­ნე­ბუ­ლი ცე­მის გამო.

ამ­ჟა­მად კრის­ტი­ნა და­კა­ვე­ბუ­ლია და იმ­ყო­ფე­ბა პა­ტიმ­რო­ბა­ში. გულ­რიფ­შის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის დახ­მა­რე­ბით, ბავ­შვის ცხე­დარს როს­ტოვ­ში გა­და­ას­ვე­ნე­ბენ, სა­დაც მას ახ­ლობ­ლე­ბი დაკ­რძა­ლა­ვენ. ბე­ბია აპი­რებს აფხა­ზეთ­ში ჩა­მოს­ვლას, რათა დარ­ჩე­ნი­ლი შვი­ლიშ­ვი­ლე­ბის ბედი გა­არ­კვი­ოს და ისი­ნი ძა­ლა­დო­ბის­გან და­იც­ვას. შემ­თხვე­ვამ კი­დევ ერთხელ გა­ამ­წვა­ვა დის­კუ­სია აფხა­ზეთ­ში ოჯა­ხუ­რი ძა­ლა­დო­ბი­სა და და­უს­ჯე­ლო­ბის სინ­დრო­მის შე­სა­ხებ. გაბ­რი­ე­ლა ლა­ხი­ნას დე­ი­დას 12 წლამ­დე პა­ტიმ­რო­ბა ემუქ­რე­ბა.

გა­მო­ძი­ე­ბის ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ეჭ­ვმი­ტა­ნილ­მა, სო­ფელ მა­ჭა­რას მცხოვ­რებ­მა კრის­ტი­ნა ლა­ხი­ნამ (ბავ­შვის დე­ი­დამ), 4 წლის გო­გო­ნას გან­ზრახ მი­ა­ყე­ნა სხე­უ­ლის მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბე­ბი. პრო­კუ­რა­ტუ­რა ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნავს, რომ და­ნა­შა­უ­ლი ჩა­დე­ნი­ლია გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით. დე­ი­და ბავ­შვს ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­და ალ­კოჰო­ლუ­რი და ნარ­კო­ტი­კუ­ლი თრო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა­ში. სას­ჯე­ლის ზომა საქ­მე გულ­რიფ­შის რა­ი­ო­ნის პრო­კუ­რა­ტუ­რი­დან უკვე გა­და­ე­ცა გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­მარ­თვე­ლოს. კრის­ტი­ნა ლა­ხი­ნა და­კა­ვე­ბუ­ლია და იზო­ლა­ტორ­ში იმ­ყო­ფე­ბა. მას ბრა­ლად ედე­ბა ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბა, რა­მაც სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა გა­მო­იწ­ვია. აღ­ნიშ­ნუ­ლი მუხ­ლი 8-დან 12 წლამ­დე პა­ტიმ­რო­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

წყარო: „ambebi.ge“

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×