რეზონანსი
10.04.2026

დღეს წითელი პარასკევია - ვნების კვირეულის ყველაზე მძიმე დღე. მართლმადიდებელი ეკლესია იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნასა და დაკრძალვას იხსენებს.

ამ დღეს, სახარების თანახმად, ადამიანთა ცოდვებისგან გამოსახსნელად უფალმა საკუთარი თავი მსხვერპლად შესწირა. დღეს მორწმუნეები წითლად ღებავენ კვერცხებს.

მოქმედ ტაძრებში შესრულდება გარდამოხსნის წესი.

სამების საკათედრო ტაძარში, 9:00 საათზე დაიწყება დიდი ჟამნობა, 14:00 საათზე ჩატარდება მწუხრის ჟამნი, შემდეგ გამოაბრძანებენ გარდამოხსნას, მსახურებას კი პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიო აღავლენს.

"ვნების კვირეულის პარასკევს უმძიმესი დღეა კაცობრიობის ისტორიაში - ამ დღეს, ადამიანმა უმძიმესი სასჯელით დასაჯა ღმერთი. იმ დროს, მოგეხსენებათ, რომის იმპერიაში ჯვარცმა იყო ყველაზე სამარცხვინო. ჯვარზე გააკრეს უფალი მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე და სამარცხვინო კი არ შეიქმნა ჯვარი, პირიქით - ბოროტზე გამარჯვების და ძლევის სიმბოლო გახდა.

ამ დღეს ტაძრებში დილაობით ტარდება დიდი ჟამნობა, ასევე 14:00 საათზე იქნება მწუხრის ჟამნი. მწუხრის ჟამნის შემდეგ გამობრძანდება გარდამოხსნა და გარდამოხსნასთან შესრულდება მსახურება, რომელსაც პატრიარქის მოსაყდრე, მეუფე შიო აღავლენს," - აცხადებს არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×